- სერია A-ში ერთი კლუბის შემადგენლობაში 6 იტალიელსა და ამდენივე ლეგიონერს შეუძლია ითამაშოს. "აველინოში" უცხოელთა ლიმიტი შევსებულია და თამაში ჯერ არ მიწევს. მთავარ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, რომ ამ სეზონში სავარაუდოდ რამდენიმე მატჩის ჩატარება მომიწევს. თუმცა ჯერ
- სეზონის დაწყებამდე რამდენიმე საკონტროლო მატჩში მიიღე მონაწილეობა.
- "აველინომ" 10 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან რვაში ვითამაშე.
- საქართველოდან იტალიაში გადასვლის შემეგ აკლიმატიზაცია იოლად გაიარე?
- თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან აქ განსხვავებული სტილის კალათბურთი დამხვდა, საქართველოსთან შედარებით მაღალია ტემპი. თუმცა ახლა აქაურ ცხოვრებასაც მივეჩვიე და დატვირთვებსაც. გუნდთან ერთადაც ვვარჯიშობ და დამატებით, სატრენაჟორო დარბაზშიც დავდივარ.
- საკონტროლო შეხვედრებში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" წინააღმდეგაც ითამაშე.
- იმ შეხვედრაში მოედანზე გასვლა არ მომიწია. "აველინო" "კანტუს" ორჯერ დაუპირისპირდა, ჯერ ამხანაგურად და შემდეგ იტალიის ჩემპიონატში. ორივე შემთხვევაში მანუს გუნდმა მოიგო. ბოლო მატჩებში კანტუელებს წაგებები გამოერიათ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმდენად საინტერესო კალათბურთს თამაშობენ, რომ საბოლოოდ იტალიის ჩემპიონატის ოთხეულში უნდა მოხვდნენ. სანიკიძის "ვირტუსის" წინააღმდეგ "აველინოს" ჯერ არ უთამაშია.
- გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ყოფილი მეტოქის, ბელგიისა და პოლონეთის ნაკრების წევრები გყავთ.
- პოლონელმა მეფარე შიმონ შევჩიკმა ამ ზაფხულს თვალის ოპერაცია გაიკეთა და ნაკრებში იმიტომაც ვერ ითამაშა. ბელგიელმა დიმიტრი ლაუერსმა კი 20 აგვისტოს გამართული თბილისური მატჩი გაიხსენა და მითხრა: ძალიან გაგვიმართლა, მოგებას ნამდვილად არ ველოდით, მითუმეტეს 23 ქულის სხვაობითო... მართლა გაუმართლათ, ბელგიელები წინა ტურში დასვენებულები იყვნენ, საქართველოს ნაკრებს კი შეუსვენებლად ოთხი რთული მატჩი ჰქონდა ჩატარებული.
- ახლა "აველინოს" ახალგაზრდულ გუნდზე ვთქვათ.
- ჯერ კამპანიის ჩემპიონატში ვთამაშობთ, წარმატების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონატის დასკვნით ეპატზე გავალთ.
- კამპანიის პირველობა რა სისტემით ტარდება?
- ჯგუფურ ეტაპზე 8 მატჩი ჩავატარეთ, 6 მოვიგეთ, 2 წავაგეთ. გადამწყვეტი შეხვედრა სტუმრად "ნაპოლისთან" ორშაბათს გვქონდა. 9 ქულის სხვაობით დავმარცხდით - 59:68. ამ გუნდთან შინ 7 ქულით გვქონდა წაგებული და გასვლაზე შესაბამისი სხვაობით მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებდით. თუმცა არაფერია, "ნაპოლის" მომდევნო ეტაპზე კიდევ ვეთამაშებით და რევანშს შევეცდებით: კამპანიის ჩემპიონატში ორი ჯგუფი იყო, რომლებშიც პირველ-მეორე ადგილზე გასულები ოთხგუნდიან ქვეჯგუფს შექმნიან. მათგან ორი საუკეთესო იტალიის ჩემპიონატზე გადავა.
- დროა შენს გარჯაზეც ვთქვათ. საშუალოდ რა მონაგარი გაქვს?
- ამ პირველობის ზუსტი სტატისტიკა ინტერნეტში არ ფიქსირდება. თუმცა, მატჩისშემდგომ ოქმებს ყოველთვის ვეცნობი, საშუალოდ 30-ზე მეტ ქულას ვაგროვებ.
- რა პოზიციაზე გათამაშებენ?
- მეტწილად მსროლელად, თუმცა გამთამაშებლის ფუნქციების შესრულებაც მიწევს და მსუბუქი ფორვარდისაც. ეს სათამაშო სიტუაციასა და მეტოქეზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"