მკითხველს შევახსენებთ, რომ ნოემბრის შუაში ვიქტორმა კოჭის ტრავმა მიიღო და ექიმებმა მას ერთთვიანი დასვენება გამოუწერეს. როგორც ჩანს, მკურნალობამ და რეაბილიტაციამ გეგმაზომიერად ჩაიარა და სანიკიძე უკვე მომჯობინდა.
გავეცნოთ გაზეთ "ტუტობასკეტში" გამოქვეყნებულ მცირე ინფორმაციას:
"ექიმებმა ვიქტორს მწვანე შუქი აუნთეს, იგი დღეიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. თუ წვრთნისას გაუთვალისწინებელი პრობლემა არ წარმოიშვა, "ვირტუსის" მწვრთნელი მას კვირის მატჩში მოედანზეც გაიყვანს.
მართალია, ხანგრძლივი შესვენების გამო ვიქტორი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება, მაგრამ გუნდს კვირას 15 წუთით მაინც რომ დაეხმაროს, "ვირტუსს" ესეც ძალიან წაადგება. სანიკიძის არყოფნაში ამერიკელ ჯარედ ჰოუმანს თითქმის შეუცვლელად უწევს თამაში."