"გადამწყვეტ რაუნდში დეტროიტელებმა სამქულიანებით მოგვიღეს ბოლო", - თქვა "ატლანტას" გამთამაშებელმა მაიკ ბიბიმ. მართლაც, მასპინძლებმა შორეული ტყორცნები მეოთხე პერიოდისთვის შემოინახეს: სულ 10 სამქულიანი გამოიყენეს, რომელთაგან 6 მეოთხე თორმეტწუთეულში ჩააგდეს.
ზაზა ფაჩულიამ 11 წუთში ორი ორქულიანი ააცილა და მონაგარი 3 მოხსნითა და 1 დაფარებით შეივსო. "დეტროიტს" ჰემილტონი (24 ქულა) და ვილანუევა (23) გაუძღვნენ, ხოლო ყველაზე მეტი ატლანტელმა ჯოშ სმიტმა ჩააგდო - 26 ქულა.
მომდევნო შეხვედრაში, 16 დეკემბერს "ჰოქსი" "ბოსტონს" ეწვევა.
დეტროიტი-ატლანტა 103:80
ზაზა
ქრონოლოგია
I პერიოდი
03:48 ზაზამ ევანსი შეცვალა
01:54 ფოლი: 1
00:01 ორქულიანი: არაზუსტი
II პერიოდი
10:43 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
09:23 დაფარება: 1 (გორდონს დაუფარა)
09:20 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
08:51 ორქულიანი: არაზუსტი
07:46 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
07:29 ფოლი: 2
07:29 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
03:08 ზაზამ სმიტი შეცვალა