ცინცაძესთან დაკავშირებული ავტოინციდენტის კომენტირებისას "როკის" მწვრთნელმა, ინდრიკ ვესპაანუმ აღნიშნა - ქართველი გამთამაშებელი ძველ ფორმას იბრუნებსო. ჰოდა, ცინცაძე "კალევთან"
უარყოფითში - 5 ფოლი და 1 შეცდომა. მეოთხე პერიოდის მეხუთე წუთზე ცინცაძემ ორქულიანით სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა, თუმცა საპასუხო შეტევაში "როკს" დორბეკის სამქულიანი გაეპარა. მომდევნო იერიშისას "ბუს" (ცინცაძის მეტსახელი) მორიგი ორქულიანით ჩამორჩენა 6-მდე შემცირდა (72:78). დარჩენილ ოთხ წუთში "კალევმა" მასპინძლებს თამაშის შემოტრიალების უფლება აღარ მისცა და ათქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.
ბალტიის თასის ცხრილში "ტარტუ როკი" მეოთხე ადგილზეა - 7 მოგება, 4 წაგება. პირველია ლატვიური "ვენტსპილსი", რომელსაც 11 ტურის შემდეგ 9 გამარჯვება აქვს.
"როკერების" უახლოესი შეხვედრა დღეს იგეგმება, ევროჩელენჯზე პორტუგალიის "ბენფიკას" უმასპინძლებენ. ეს ცინცაძის თანაგუნდელთათვის პრესტიჟის მატჩია, რადგან ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება აქვთ და მომდევნო ეტაპზე გამსვლელ ორეულში ვეღარ მოხვდებიან.