ზაზა ფაჩულიას "მილუოკის" წარმატებული სერია ტორონტოში დასრულდა

AutoSharing Option
სამმატჩიანი წაუგებელი სერია "მილუოკიმ" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "ტორონტოსთან" შეწყვიტა. ზაზა ფაჩულიას გუნდი კანადურ გუნდს ესტუმრა და დიდი სხვაობით - 83:124 დამარცხდა.

"ტორონტო" ძლიერი გუნდია, მით უფრო საკუთარ მოედანზე და ბოძებული შანსი, სეზონის მე-10 გამარჯვება მოეპოვებინა, ხელიდან არ გაუშვა.

"მილუოკიმ" მიყოლებით წაგო პირველი, მეორე და მესამე პერიოდები და ბოლო 12-წუთეულს აზრი დაეკარგა. 3 პერიოდის შემდეგ ტორონტოელები 101:57 იგებდნენ.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში მხოლოდ 8:38 წუთი ითამაშა. ზაზა საკმაოდ აქტიურობდა და თავი 5 ქულას, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრას მოუყარა. ფაჩულიამ 3-დან 1
ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგის მქონე მილუოკელმა, ჯაბარი პარკერმა კი 15 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.

7 მოგება-6 წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთი საფეხურით დაბლა, მე-5 პოზიციაზე დაეშვა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 22 ნოემბერს შინ, "ვაშინგტონთან" ელის.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული