გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში 25 წუთი ითამაშა და 8 მოხსნა, 5 პასი და 4 ქულა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა დაცვაში ყოჩაღობდა და თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა.
მაიკლ კარტერ-უილიამსის შემდეგ (9) ფაჩულია შედეგიან გადაცემებში საუკეთესო იყო. ბომბარდირი კი კრის მიდლტონი გახდა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. "ვაშინგტონში" მარცინ გორტატმა 35 წუთში 10 ქულა და 9
ამ გამარჯვებით "მილუოკიმ" "ვაშინგტონთან" ჩამორჩენა შეამცირა. 33 მოგებითა და 29 მარცხით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, ვაშინგტონელები კი მოგებ-წაგებების 35-28 შეფარდებით მე-5-ზე არიან.
მომდევნო მატჩს "მილუოკი" 9 მარტს, შინ "ნიუ ორლეანთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge