* * *
მემფისში ზაზას ესპანელი მარკ გასოლის მეურვეობა უწევდა. ვერ ვიტყვით, რომ მარკმა გაილაღა (12 ქულა, 7 მოხსნა), თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მეორე პერიოდიდან რომ მოიპოვეს ინიციატივა, ბოლო წუთებამდე ხელიდან არ გაუშვიათ. ფაჩულიამ ზედიზედ მესამე მატჩში გადალახა ათქულიანი ზღვარი. მისი მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 14 ქულა (8/5 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 4 მოხსნა, თითო პასი-დაფარება.
საყურადღებოა, რომ "მილუოკი"-"მემფისის" მატჩისას მოედანზე სამი ის კალათბურთელი
* * *
"ინდიანასთან" მატჩი ზაზა ფაჩულიასთვის ისტორიული იყო: მეხუთე წუთზე ქართველი ცენტრი საჯარიმოს ხაზზე დადგა და ორივე ტყორცნა გამოიყენა. ჩვენ პირველი საჯარიმო უფრო გვაინტერესებს, რადგან ეს იყო ფაჩულიას მიერ NBA-ში ჩაგდებული მე-5500 ქულა. საამისოდ მას 798 მატჩი დასჭირდა. ზაზამ შეხვედრა (34 წუთი) 16 ქულით, 12 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. "მილუოკი" უშუალო კონკურენტ "ინდიანასთან" მატჩში ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან:
საფინალო სირენამდე 43 წამით ადრე ერსან ილიასოვამ საჯარიმოს ხაზიდან ორიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 96:96. ძირითადი დრო ასეც დასრულდა, ოვერტაიმი კი ფაჩულიას ორი ზუსტი საჯარიმოთი გაიხსნა. მან ტყორცნების უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც იან მაინმიმ სახეში იდაყვი მოარტყა და მსაჯებმა მისი მოქმედება არასპორტულად შეაფასეს. ამასთან, ეს იყო მაინმის მეექვსე ჯარიმა და მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.
ზემოთ აღწერილი ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა თითქოს "მილუოკის" მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა - "ინდიანამ" 9:0 გაქცევა მოაწყო და 103:98 დაწინაურდა... საფინალო ანგარიში ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
* * *
"მილუოკი ბაქსს" 34 მოგების წილ 32 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მეშვიდეა 30-მოგებიანი "ინდიანა". ზაზას თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 17 მარტს, ნიუ ორლეანში "პელიკანების" წინააღმდეგ ჩაატარებენ.