ზაზა ფაჩულიამ სეზონში რიგით მე-12 ორმაგი დუბლი მიითვალა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ სეზონში რიგით მე-12 ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მისმა "მილუოკიმ" ნიუ ორლეანში დასანანი მარცხი განიცადა. დაძაბული, თანაბარი მატჩის ბოლო წამები მასპინძელთათვის უფრო იღბლიანი გამოდგა. "ნიუ ორლეან პელიკანსმა" მილუოკელები 85:84 დაამარცხა.

ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ფაჩულია მოედანზე იყო მატჩის ბოლო მეოთხედში, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა. ზაზამ
ბურთებიც ჩააგდო, აცილებულებიც მოხსნა და ზოგადად, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო პერიოდში ანგარიში ბოლოს სირენამდე 2 წუთით ადრე გათანაბრდა - 80:80. ქულით ჩამორჩენილ მილუოკელებს გასათანაბრებლად ბოლო შეტევა ჰქონდათ, თუმცა ერსან ილიასოვას სამქულიანი მიზანს ასცდა.

"ნიუ ორლეანში" 20 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ენტონი დევისს, რომელმაც თამაშიდან 18 ორქულიანიდან 12 ააცილა, რაც ზაზა ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის შედეგია. მილუოკელთაგან 15-15 ქულა ჰქონდათ გიანის ანტეტოკოუმპოსა და ერსან ილიასოვას.

34 მოგებითა და 33 წაგებით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. ფაჩულიას გუნდი 18 მარტს შინაურ "ბრედლი სენთერში" "სან ანტონიოს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ზაზა!მაგრამ ჩვენი დანარჩენი კალათბურთელების შედეგიანობა არ მომწონს...
zaza
12:12 18-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული