პეპინსტერელთა წარმატება უმთავრესად სტეფონ ჯექსონის დამსახურებაა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდში წლეულს მწვრთნელი შეიცვალა და შენგელიასაც იმედი ჰქონდა, რომ ახალი დამრიგებლის ხელში "პეპინსტერი" უკეთესად ათამაშდებოდა. მთავარ მწვრთნელად აარონ მაკკარტნი დაინიშნა და პირველივე მატჩში იმედები გაამართლა. თუმცა, ბატონ აარონს ქართველი ახალგაზრდისადმი მიდგომას ვერ მოვუწონებთ: "მონსთან" შენგელია 9 წუთი ათამაშა. დროის ამ მონაკვეთში თორნიკე 3 ქულასა და 4 მოხსნას
"პეპინსტერს" 3 მოგება აქვს (8 მარცხი) და ბელგიის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა (9 გუნდი თამაშობს). შენგელიას გუნდი 15 იანვარს "ოოსტენდეს" ესტუმრება.
.