ზაზა ფაჩულიას 12 ქულა "მილუოკის" NBA-ს ლიდერთან გამარჯვებაში არ ეყო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" NBA-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდს "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და 98:105 დამარცხდა.

მილუოკელებმა სუსტად ჩაატარეს მე-2 და მე-4 მეოთხედები და მიუხედავად იმისა, რომ წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ, საბოლოოდ მაინც წააგეს.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ზაზამ 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. საუკეთესო ტრავმამოშუშებული ჯარედ დადლი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

36 მოგებითა და 37 წაგებით
მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე კვლავ მყარად არიან. მომდევნო მატჩს მილუოკელები ფაჩულიას ყოფილ გუნდ "ჰოუქსთან", 30 მარტს, ატლანტაში გამართავენ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული