ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" NBA-ს პლეი ოფში გასვლა ორი მატჩით ადრე გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "ბრუკლინ ნეთსი" ანგარიშით 96:73 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 მატჩით ადრე პლეი ოფში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა.

მილუოკელებმა ერთგვარი რეკორდი გამოაცხვეს. ჯეისონ კიდის გუნდმა გასულ სეზონში 67 მატჩი წააგო და რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა რეაბილიტაცია მოახერხა და მიმდინარე სეზონშივე მოახერხა პლეი ოფში გასვლა. ასეთი რამ ბოლოს "მაიამი ჰიტმა" 2007-08 წლების სეზონში მოახერხა.

ფაჩულიამ "ბრუკლინთან" მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 5 ცდიდან
2 ორქულიანი ჩააგდო. მილუოკელებმა "ბრუკლინი" მესამე პერიოდში გატეხეს, როცა 12-წუთეული 30:18 მოუგეს. ფაჩულიას გუნდში 21 ქულით საუკეთესო ერსან ილიასოვა გახლდათ, ოჯეი მაიომ კი 20 წუთში 17 ქულა მოაგროვა.

40-40 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მილუოკელები მე-6 ადგილზე არიან და დარჩენილი 2 მატჩი რომც წააგონ, მე-7 ადგილს მაინც არ ჩამოსცდებიან.

სავარაუდოდ, ფაჩულიას გუნდი რეგულარულს მე-6 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფში "ჩიკაგოს" ან "ტორონტო რეპტორსს" შეხვდება. მომდევნო მატჩში "მილუოკი" "ფილადელფიას" 14 აპრილს, სტუმრად შეხვდება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული