მილუოკელ "ხარირმებს" აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალში მეტოქედ ჩიკაგოელი "ხარები" შეხვდნენ. "ხარირმებისა" და "ხარების" პირველი ჯახი ამ უკანასკნელთა გამარჯვებით ანგარიშით 103:91 დასრულდა.
შეხვედრა ჩიკაგოში გაიმართა და ცხადია, "ბულსი", რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი დაიკავა, ფავორიტად მიიჩნეოდა. ამავდროულად, პლეი ოფს სხვა ჟინი ახლავს და აქ ფავორიტებიც იოლად მარცხდებიან. შესაბამისად, მილუოკელებს, რომლებმაც პირველ მატჩში ღირსეულად იბრძოლეს, ყველაფერი წინ აქვთ. სერიის მეორე მატჩი კვლავ ჩიკაგოში, 20 აპრილს გაიმართება.
რაც შეეხება ზაზა
ჩიკაგოიელებს დერიკ როუზმა ულიდერა, რომელიც ბოლო წლებში ტრავმებისგან გაიტანჯა და 2012 წლის შემდეგ საპლეიოფო მატჩში მონაწილეობა პირველად მიიღო. როუზმა შეხვედრა 23 ქულით და 7 პასით დაასრულა, ხოლო მეორე ლიდერი ჩიკაგოელებში ჯიმი ბატლერი იყო 25 ქულით.
მილუოკელთაგან საუკეთესო კრის მიდლტონი იყო 18 ქულით, 15 ქულა ერსან ილიასოვას ანგარიშზეა.
წყარო: gbf.ge