გრინმა ითამაშა და წააგო

AutoSharing Option
წლეულს ევროთასსა და ევროჩელენჯზე საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი თამაშობდა: მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე და ტორინ გრინი. ტრიოდან პირველი რაუნდი მხოლოდ გრინის "გრან კანარიამ" გადალახა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე რუსულ "უნიქსთან", გერმანულ "ალბასთან" და იტალიურ "ბენეტონთან" მოხვდა.

პირველ ტურში კანარელები რუსეთს ესტუმრნენ. "უნიქსი"-"გრან კანარიას" მატჩი ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გადამწყვეტ მომენტში ყაზანელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და სამქულიანი სხვაობით მოიგეს - 67:64.

ესპანელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ჯეისონ ქეროლმა გადალახა, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ტორინ გრინმა 24 წუთში 5
ქულა ჩააგდო, რასაც 3-3 მოხსნა-პასი მიამატა. მან 2 ორქულიანი გააცუდა, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

"უნიქსის" შემადგენლობაში 12 ქულა და 5 მოხსნა გაიფორმა პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა მაცეი ლამპემ, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ზაფხულის მატჩებიდან იცნობს.


***
ევროთასის პირველ ეტაპზე "პანელინიოსთან" მარცხის გამო მარკოიშვილის "კანტუ" გათამაშებას გამოეთიშა. თანამემამულის გამო შურისძიების შანსი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, რომლიც "კახასოლის" პირველ გუნდში წლეულს გადაიყვანეს. ევროთასის მეორე ეტაპზე სევილიური გუნდი "პანელინიოსთან" ერთად L ჯგუფში მოხვდა. წინასწარ გეტყვით, მწვრთნელმა ბექას მოედანზე შეყვანისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება მატჩს, იგი ბურჯანაძის თანაგუნდელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმის 45:38 მოგების შემდეგ ბერძნებმა თამაში შემოატრიალეს და საბოლოოდ იმდენი მოახერხეს, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 70:70 დასრულდა.

ოვერტაიმში ლუის ბალოკისა და პოლ დევისის სიზუსტის წყალობით "კახასოლმა" თავიდანვე მოიპოვა მცირე ფორა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 87:82.

მატჩის ბომბარდირი სწორედ ბალოკი გახდა - 23 ქულა.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული