"დალას მავერიკსი" აცხადებს, რომ გუნდმა აიყვანა ცენტრი ზაზა ფაჩულია "მილუოკი ბაქსიდან", მომავლის დრაფტის მეორე წრის არჩევანის სანაცვლოდ.
ფაჩულია 2003 წელს აირჩია დრაფტზე "ორლანდომ" 42-ე ნომრად. მას მერე მან NBA-ში 815 მატჩში ითამაშა, აქედან 317 სასტარტოში. ფაჩულიას საშუალო შედეგიანობა 7,0 ქულა, 5,6 მოხსნა და 1,2 პასია საშუალოდ 21,0 წუთში", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე.
***
ამასობაში "ბაქსის" მეორე ცენტრმა "ძალიან დამაკლდება ორი ვეტერანი თანაგუნდელი: ჯარედ დადლი და ზაზა ფაჩულია. ორივეს იღბალს და წარმატებას ვუსურვებ. დიდებული მოთამაშეები და კიდევ უფრო დიდებული ადამიანები არიან. ისინი ძალიან მმფარველობდნენ", - დაწერა ჰენსონმა.