ფაჩულია: ესეც რეაბილიტაცია!

AutoSharing Option
ბოლოს და ბოლოს "ატლანტა ჰოქსის" მწვრთნელმა, ლარი დრიუმ ზაზა ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში დააყენა (მიმდინარე სეზონში პირველად). ზაზას ხუთეულში მოხვედრა ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჯორჯიელთათვის - "შარლოტთან" სტუმრად 103:87 გაიმარჯვეს. ქართველმა ცენტრმა 27:57 წუთში თანაგუნდელებს დიდი სარგებელი მოუტანა - 9 ქულა, 8 მოხსნა.

არადა, შარლოტში გამგზავრებამდე "ჰოქსი" შინ "ნიუ ორლეანთან" შერცხვა - 59:100. ბოლო 42 წლის განმავლობაში, მას მერე, რაც გუნდს "ატლანტა" ჰქვია, ჯორჯიელებმა ყველაზე ცოტა სწორედ "ორლეანთან" ჩააგდეს (59 ქულა). აქამდე მათი ანტირეკორდი 1996 წელზე მოდიოდა - "კლივლენდთან" მატჩში 63 ქულას ვერ
ასცდნენ.

- "ნიუ ორლეანთან" დიდი სხვაობით წაგების შემდეგ რეაბილიტაციის შანსი შარლოტში გვქონდა. არადა, ორლეანელებთან ისე დავმარცხდით, რომ თუნდაც ფსიქოლოგიური ფონის გაუმჯობესება იოლი არ იყო. ჩვენ ეს შევძელით, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, - ზაზა ფაჩულიას კომენტარი გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" დაიბეჭდა.

''შარლოტთან" "ჰოქსმა" მთელი თამაში სტაბილურად ჩაატარა. "მიუხედავად იმისა, რომ "ქორებს" ტრავმების გამო ელ ჰორფორდი და მერვინ უილიამსი აკლდნენ, ხოლო მატჩის შუაში ჯოშ სმიტმა მეოთხე ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ჯორჯიელებმა მაინც არაფერი დაუთმეს "შარლოტს". მატჩის საკვანძო ეპიზოდიც ჯოშ სმიტის მეოთხე ჯარიმის შემდეგ დაფიქსირდა: "ჰოქსის" მწვრთნელი იძულებული გახდა მოედანზე ერთი ტანმაღალი ზაზა ფაჩულია დაეტოვებინა, დანარჩენი ყველა უკანახაზელი იყო - უილკინსი, ბიბი, კროუფორდი და ჯონსონი. ამ ეპიზოდიდან "ატლანტა" ზონურ დაცვაზე გადაერთო, 17:4 გაქცევა მოაწყო და 74:63 დაწინაურდა," - ესეც "ატლანტა კონსტიტუშენში" წერია.

ჩვენ კი დავძენთ: ზემოთნახსენები გაქცევისას ზაზა გუნდს ქულებითაც დაეხმარა და პასებითაც, თუმცა უფრო ღირებული მეოთხე რაუნდის დასაწყისში მის მიერ ჩაგდებული საჯარიმო და ორქულიანი იყო, რომლის შემდეგაც "ატლანტამ" 12-ქულიანი უპირატესობა დაიბევა - 79:67.

"ატლანტას" მწვრთნელმა "თავი ქუდში დაიგულა" და სირენამდე 7 წუთით ადრე ზაზა სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა. შედარებით დაბალ ხუთეულს 12-ქულიანი სხვაობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.

26 იანვარს "ატლანტა" ფაჩულიას ყოფილ კლუბ "მილუოკის" ესტუმრება.


ატლანტა-ნიუ ორლეანი 59:100
ზაზა ფაჩულია: 24:11 წუთი, 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 ფოლი.

ქრონოლოგია:
I პერიოდი
04:10 ზაზამ კოლინზი შეცვალა
03:10 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
01:11 მოხსნა: შეტ-2, დაც-0
00:55 ფოლი: 1
II პერიოდი
08:46 კოლინზმა ზაზა შეცვალა
02:41 ზაზამ კოლინზი შეცვალა
00:47 ორქულიანი: არაზუსტი
III პერიოდი
11:11 ზაზა კოლინზი შეცვალა
05:36 მოხსნა: შეტ-2, დაც-1
02:11 ორქულიანი: 2ქ (43:70)
IV პერიოდი
09:05 ტომასმა ზაზა შეცვალა

შარლოტი-ატლანტა 87:103
ზაზა ფაჩულია: 27:57 წუთი, 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა, 2 ფოლი, 2 შეცდომა.

ქრონოლოგია
08:53 შეცდომა: 1
08:42 ფოლი: 1
08:28 ორქულიანი: არაზუსტი
08:04 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
07:18 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
07:18 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 13:9)
05:33 კროუფორდმა ზაზა შეცვალა
II პერიოდი
05:09 ზაზამ ტომასი შეცვალა
03:26 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
02:57 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
III პერიოდი
09:38 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
08:36 ჩაჭრა: 1 (ბრაუნს ჩაუჭრა)
07:42 ორქულიანი: 4ქ (55:55)
07:30 ჩაჭრა: 2 (ბრაუნს ჩაუჭრა)
07:01 მოხსნა: შეტ-1, დაც-5
06:07 ფოლი: 2
03:53 მოხსნა: შეტ-1, დაც-6
03:38 პასი: 1 (კროუფორდი 3ქ, 67:61)
01:57 ორქულიანი: 6ქ (71:63)
00:36 ორქულიანი: არაზუსტი
IV პერიოდი
11:48 საჯარიმოები: 2/1 (77:67)
10:59 ორქულიანი: 9ქ (79:67)
10:36 მოხსნა: შეტ-1, დაც-7
08:56 შეცდომა: 2
07:39 ჯონსონმა ზაზა შეცვალა.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული