სტუმართა ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მისი წინამძღოლობით ტარტუელებმა პირველივე პერიოდში მიაღწიეს ათქულიან უპირატესობას - 25:15. თანაბრად ჩატარებული მეორე პერიოდის შემდეგ "როკმა" კვლავ იძალა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 62:48. მეოთხე პერიოდში "როკერებმა" მეტოქეს მხოლოდ 10 ქულით მიახლოვების უფლება მისცეს და რა ანგარიშითაც გაიმარჯვეს, ზემოთ მოგახსენეთ.
ცინცაძის
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პირველობაზე ამ სეზონში "როკი" "კალევს" უკვე მესამედ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (69:71). მას მერე "როკერებმა" ტალინელებს ჯერ 72:71 მოუგეს, ახლა კი 81:71. როგორც ხედავთ, "კალევმა" სამივე მატჩში 71 ქულა ჩააგდო, თუ ეს ტრადიცია განაგრძო, მომდევნო ურთიერთშეხვედრაში "როკს" გამარჯვებისთვის 72 ქულაც ეყოფა.
20 ტურის შემდეგ ესტონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია "ტარტუ როკი", რომელიც ორი მოგებით უსწრებს მეორეადგილოსან "კალევს" (17 მოგება, 3 წაგება). როგორც წესი, ამ ორეულს ესტონეთის სხვა გუნდები კონკურენციას ვერ უწევენ და ფინალშიც, როგორც წესი, "როკი" და "კალევი" თამაშობენ. რეგულარულ ჩემპიონატში ტალინელებთან მოპოვებული უპირატესობა ცინცაძის თანაგუნდელებს ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობას დაუბევებს - თუ გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, "ტარტუს" მოედანზე გაიმართება.
"როკის" უახლოესი მატჩი 28 იანვარს რაკვერეში იგეგმება.
.