ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "დალასის" მარცხი ჰიუსტონში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "დალას მავერიკსის" შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა.

ტექსასურ დერბიში დალასელები სტუმრად "ჰიუსტონ როკეტსს" შეხვდნენ და 27 ქულით - 82:109 განადგურდნენ.

მწვრთნელმა ისევ არ ათამაშა გუნდის ლიდერი დირკ ნოვიცკი, ხოლო დერონ უილიამსს, უესლი მეთიუზს, ჩენდლერ პერსონსს და ჯავალი მაკგის ტრავმები აწუხებთ. მათ გარეშე "მავერიქსი" ერთი რიგითი გუნდია და მძლავრ "ჰიუსტონთან" შანსი არც ჰქონია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ფაჩულია ამჯერად ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა 15 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და
2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე სამუელ დალამბერმა ითამაშა, რომელმაც 21 წუთში 6 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. საუკეთესო შედეგი კი "დალასში" ჯონ ჯენკინსს ჰქონდა, რომელმაც 29 წუთში 19 ქულა მიითვალა. ჰიუსტონელთაგან 19 ქულით საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ.

მომდევნო მატჩს დალასელები 13 ოქტომბერს, სტუმრად "ოკლაჰომასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დალასი არ წარმოადგენს ისეთ გუნდ რომელიც შედზლებს საპლეიოფო ბრძოლაში ჩაებას.ზაზა არ არის შაკი რომ დომინანტი ცენტრი იყოს ფიზიკის წყალობით,თუმცა მისი სათამაშო აგრესია იმდენია და ინტელექტით უფრო ჯობია.ზაზამ უნდა სცადოს მეტი კომბინაცია შექმნას დალასის შეტევაში თავისი თამაშით.
giorgi....
09 ოქტომბერი 2015 01:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული