ესპანეთის ბადალი სად არის?

AutoSharing Option
ევროთასზე სამი საქომაგო ობიექტი შეგვრჩა - სევილიის "კახასოლი", კანარის კუნძულების "გრან კანარია" და მადრიდის "ესტუდიანტესი".

***

"კახასოლში" ბექა ბურჯანაძე ირიცხება, რომელიც ბოლო ტურის მატჩის განაცხადში კი იყო, თუმცა მწვრთნელმა მოედანზე არ გაიყვანა.
"კახასოლმა" მწყობრი თამაშითა და ასეთივე ანგარიშით (66:55) იტალიური "ბენეტონი" დაამარცხა.
სევილიელებს ორი ტურის შემდეგ ამდენივე მოგება აქვთ.

***

გაიმარჯვა "გრან კანარიამაც", რომლის მეტოქე სერბული "ჰემოფარმი" იყო. კუნძულელებმა დაძაბულ ბრძოლაში 72:66 იმარჯვეს.
ესპანელთა და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ტორინ გრინმა 15 წუთში 2 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"კანარიას" თითო მოგება-წაგება უწერია.

***

ტაირონ ელისი საქართველოს ოთხი წელი გულიანად ემსახურა და ყოველთვის საინტერესოა მისი საკლუბო ამბები. ტაირონმა გრინის მსგავსად 2 ქულა ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა და 2 პასი მიამატა (22 წუთში).

მისმა გუნდმა კი "გალათასარაი" თურქეთში დაამარცხა - 68:57.

ევროთასზე "ესტუდიანტესსაც" ორი ტურის (მეორე ჯგუფურ ეტაპზე) შემდეგ ამდენივე მოგება აქვს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული