12:33 08-11-2015
ზაზა ფაჩულიას მე-4 ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა [VIDEO]
AutoSharing Option
ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ ხნის გნმავლობაში მან 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მოგროვებულ 9 ქულასთან ერთად ზაზამ 14 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი არ დაუკარგავს. ფაჩულია გახლდათ ფარის ბატონ-პატრონი, რადგან დალასელთაგან 7 მოხსნაზე მეტი არავის ჰქონია, ოპონენტთაგან კი საუკეთესო მომხსნელი 9 ერთეულით სათადარიგო ფორვარდი რაიან ანდერსონი გახლდათ.
3-3 მოგებ-წაგების მქონე "დალასი" კიდევ 3 გუნდთან ერთად დასავლეთ კონფერენციის 7-10 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდის მორიგი მეტოქე 11 ნოემბერს ისევ "ნიუ ორლეანი" იქნება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული