11:02 28-12-2015
თორნიკე შენგელიას 23 ქულა და გამარჯვება "ფუენლაბრადასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
შენგელია 23 ქულით ბომბარდირი გახდა. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
23 ქულასთან ერთად თორნიკემ 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა, თუმცა ვიტორიულ გუნდში ამ მხრივ საუკეთესო შედეგი იანის ბურუსისმა დააფიქსირა - 20 ქულა, 8 მოხსნა და მარგი ქმედების 33 ერთეული.
შენგელიას გუნდს 10 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და კვლავ მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს შინაურ არენაზე 3 იანვარს, მადრიდის "რეალთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ძალიან გთხოვთ, ხო შეგიძლიათ თორნიკეს ჰაილაითები გააკეთოთ და შენგელიას ვიდეო კოლაჟი შემოგვთავაზოთ ხოლმე. ცოტა მეტი შრომა დაჭირდება, მაგრამ ბევრად საინტერესო იქნება ქართველებისთვის.
ზოგადად ყველა ქართველზე როცა დებთ სტატიას კარგი იქნება კონკრეტულად ქართველის ჰაილაითები დადოთ და არა მხოლოდ მთლიანი თამაშის.