ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლი

AutoSharing Option
წარმატებული უქმები ქონდათ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს. ვიქტორ სანიკიძემ "აველინოსთან" გასვლით მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულას 12 მოხსნა მიამატა. მისმა "ვირტუსმა" კი მერაბ ბოქოლიშვილის "აველინოსთან" ოვერტაიმში 101:105 დათმო.

მანუჩარ მარკოიშვილმა "რომას" ძლევაში 7-ქულიანი წვლილი შეიტანა.

სლოვენიის "ოლიმპიაში" გადასვლის შემდეგ გიორგი შერმადინს საუკეთესო შედეგი ჰქონდა - 16 ქულა ჩააგდო. თუმცა, შერმადინის კარგი თამაში გამარჯვების საწინდარი ვერ გამოდგა - "ოლიმპიამ" ბოსნიაში "შიროკისთან" 85:86 დათმო.

ნიკა ცქიტიშვილმა ორ მატჩში ზედიზედ 12 ქულა ჩააგდო და "ლაგუნ აროს" გამარჯვებაში დაეხმარა.

ტაირონ ელისმა კი სეზონის
მატჩი ითამაშა - 22 წუთში 25 ქულა...

უფრო კონკრეტულად ლეგიონერებზე ხვალ მოგითხრობთ.

თავი თორნიკე შენგელიამაც გამოიჩინა. მისმა "პეპინსტერმა" სტუმრად "ლეუვენი" დაამარცხა - 83:73. ქართველმა ფორვარდმა 17 ქულა ჩააგდო.

ესპანეთის ჩემპიონატი
გრინ კანარია-კახა ლაბორალი 70:68
ტორინ გრინი (გრან კანარია): 21 წუთი, 1 პასი.

ლაგუნ არო-მენორკა 75:73
ნიკა ცქიტიშვილი (ლაგუნ არო): 16 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა.

ხუვენტუდი-ესტუდიანტესი 86:95
ქუინტონ ჰოსლი (ხუვენტუდი): 33 წუთი, 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი.
ტაირონ ელისი (ესტუდიანტესი): 22 წუთი, 25 ქულა, 3 მოხსნა.


იტალიის ჩემპიონატი
კანტუ-რომა 79:74
მანუჩარ მარკოიშვილი: 18 წუთი, 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი.

აველინო-ვირტუსი 105:101
ვიქტორ სანიკიძე: 26 წუთი, 17 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი.
მერაბ ბოქოლიშვილი განაცხადში იყო (აველინო). არ უთამაშია.


ადრიატიკის ლიგა
შიროკი-ოლიმპია 86:85
გიორგი შერმადინი: 21 წუთი, 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
ვლადიმერ ბოისა განაცხადში იყო (ოლიმპია). არ უთამაშია.


ბალტიის ლიგა
როკი-ლიეპაია 73:69
გიორგი ცინცაძე: 20 წუთი, 2 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა.

გერმანიის ჩემპიონატი
გისენი-ოლდენბურგი 69:70
ლაშა გამყრელიძე განაცხადში არ იყო.






.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული