სამი ოვერტაიმი და ბოისას წერტილი

AutoSharing Option
სლოვენიაში თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. დრამატულ შეხვედრაში "ოლიმპიას" კრკა-ს დასამარცხებლად არც ძირითადი დრო ეყო, არც ერთი ოვერტაიმი, არც მეორე. ოლიმპიელებმა მეტოქე მესამე დამატებულ დროში გატეხეს - 122:113.

მატჩში ბოლო ქულა (ჯარიმიდან) ვლადიმერ ბოისამ ჩააგდო. მან ამ სეზონში ყველაზე მეტი, 24 წუთი ითამაშა, 2-2 ქულა-ჩაჭრა და თითო მოხსნა-პასი მოაგროვა.

მოედანზე 8 წუთი გაატარა "ოლიმპიას" ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და რადგან მეოთხედფინალში მის გუნდს სერიოზული მეტოქე ჰყავდა, გამაყუჩებლით ითამაშა. გიორგის ანგარიშზე 1 ქულა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და
3 მოხსნაა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული