შერმადინის პირველი ევროდუბლი

AutoSharing Option
ეს უქმეები განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელმაც ვლადიმერ ბოისასთან ერთად სლოვენიის თასი მოიპოვა. გიორგიმ ფინალში, "ჰელიოსის" კალათში 12 ქულა ჩააგდო და არც სხვა კომპონენტებში იყო პასიური (იხილეთ სტატისტიკა).

ნახევარფინალში კი შერმადინმა ევროპაში პირველი ოფიციალური დაბლ-დაბლი მიითვალა: 17 ქულა, 10 მოხსნა. ასეთი ეფექტური მონაგარისთვის მას 20 წუთიც ეყო.

ნახევარფინალსა და ფინალში ითამაშა ვლადიმერ ბოისამ, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.

ასევე ტრავმის შემდეგ კონდიციების აღდგენის პროცესშია მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც სათანადო ფორმაში ჯერ არ არის. არადა, როგორ სჭირდებოდა მისი სამქულიანები გუშინ
"კანტუს", რომელიც "მონტეპასკის" იტალიის თასის ფინალში თანაბრად ებრძოლა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო...

ბალტიის ლიგაზე "ვენტსპილსითან" მატჩში "როკის" ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა - 14 ქულა.

ამ შეხვედრების გამოხმაურებებს ხვალინდელ ნომერში უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ.

სლოვენიის თასი
ნახევარფინალი
ოლიმპია-ზლატოროგი 85:73
გიორგი შერმადინი (ოლიმპია): 20 წუთი, 17 ქულა, 10 მოხსნა, 1 დაფარება.
ვლადიმერ ბოისა (ოლიმპია): 13 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

ფინალი
ოლიმპია-ჰელიოსი 92:55
გიორგი შერმადინი: 22 წუთი, 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.
ვლადიმერ ბოისა: 15 წუთი, 4 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.


იტალიის თასი
ნახევარფინალი
კანტუ-აველინო 82:65
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ): 17 წუთი, 2 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი.
მერაბ ბოქოლიშვილი (აველინო): განაცხადში არ იყო.

ფინალი
კანტუ-მონტეპასკი 72:79
მანუჩარ მარკოიშვილი: 15 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი.


ბალტიის ლიგა
ვენტსპილსი-როკი 81:77
გიორგი ცინცაძე (როკი): 33 წუთი, 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული