სადღეისოდ ჯგუფის ლიდერი "ბარსელონაა" (3 მოგება), მეორეა "მაქაბი" (2 მოგება), მესამე - "ოლიმპია" (1 მოგება), მეოთხე - "რომა" (3 წაგება). ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე სამი
თელ ავიველებთან მატჩის წინ მწვრთნელმა, იურე ჟდოვჩმა პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ბოისა იახლა. სლოვენიელმა ჟურნალისტებმა შემთხვევით ისარგებლეს და ვოვას ინტერვიუ ჩამოართვეს.
- რას ელით "მაქაბისთან" მატჩისგან?
- ისრაელში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. იმ დღეს "მაქაბიმ" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ჩემი აზრით, "ბარსელონა" უკეთესი გუნდია და ლიუბლიანაში მისი ძლევა შეგვეძლო, მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. აქედან გამომდინარე, "მაქაბისთან" მოგებაც რეალურია. ოღონდ უნდა ვითამაშოთ გუნდურად და აგრესიულად, მეტოქეს თავიდანვე არ უნდა მივცეთ თამაშის დალაგების უფლება. პირველ მატჩში წაგება მწარედ გვახსენდება და რევანშის წყურვილით ვართ შეპყრობილნი. ამიტომ, თითოეული ოლიმპიელი მაქსიმუმს გაიღებს, რათა გულშემატკივარს დაანახვოს, რომ ძლიერ გუნდს ქომაგობს.
- ტრავმის შემდეგ სათამაშო დრო ნელ-ნელა გემატება. "მაქაბისთან", ალბათ, საკმარისად ითამაშებ...
- არ ვიცი. ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. მზად ვარ. თუ შანსი მომეცემა, ვეცდები იგი კარგად გამოვიყენო და გუნდს "მაქაბის" ძლევაში დავეხმარო.
- თელ ავივში ჩავარდნის მიზეზი რა იყო?
- კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია. ნელა ვთამაშობდით, "მაქაბი" თითქოს დაფრინავდა. მეტოქე ძალიან აგრესიულად თამაშობდა, არაერთი ბურთი ჩაგვიჭრა და სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა. პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის გამოსწორება ვეღარ მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, ლიუბლიანაში იგივე არ განმეორდება. წარმოუდგენელია, ორჯერ ასე ცუდად თამაში.
- მოედანს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდი. მუხლის ტრავმა უკვე ისტორიაა?
- მუხლი აღარ მაწუხებს. გასულ უქმეებზე სამი მატჩი ჩავატარე და მიხარია, რომ ფეხის ტკივილს არ შევუწუხებივარ. ფიზიკური მდგომარეობითაც კმაყოფილი გახლავართ.
- შეტევაში საკუთარ თამაშზე რას იტყვი?
- ბევრს ვშრომობ, რათა, რაც შეიძლება მალე შევიდე სათანადო ფორმაში და შეტევაშიც ყველაფერი მოწესრიგდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.