გიორგი ცინცაძის "ტარტუმ" 22-ე გამარჯვება იოლად მოიპოვა

AutoSharing Option
ესტონეთის ჩემპიონატში 24-ე ტურში 22-ე მატჩი გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" მოიგო. ტარტუელებმა ტტუ-ს უმასპინძლეს და 100:74 დაამარცხეს.

ცინცაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა, "როკერებმა" თამაში იმდენად დამაჯერებლად დაიწყეს, რომ მწვრთნელმა მეორე ტაიმში გიორგი ზედმეტად აღარ დატვირთა.

საბოლოოდ ცინცაძემ 15 წუთში 5 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მატჩის ბომბარდირი ტარტუელი სილვენ ლეპიკი გახდა - 16 ქულა ჩააგდო.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული