ერთი ასეთი შეხვედრა "ტარტუმ" საკუთარ არენაზე "რაპლასთან" ჩაატარა: ცინცაძის თანაგუნდელები პირველივე მეოთხედიდან 9 ქულით დაწინაურდნენ და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით გავიდნენ (51:41). მეორე ტაიმში "რაპლამ" მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 67:96 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 16 წუთში 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 2
"ტარტუ როკს", რომელიც ცხრილში პირველ ადგილზეა, 26-დან 24 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო მეორეადგილოსანი "კალევი" 24 მოგებას 27 შეხვედრაში გამორჩა. ეს ორი გუნდი ბალტიის ლიგაზე ერთმანეთს 27 თებერვალს ტალინში შეხვდება.
.