cbssports.com: "გოლდენ სტეიტში" ფაჩულიას სამი შემცვლელი ძალზე არაეფექტური იყო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ამ სეზონში ზედიზედ 23 მატჩი დაიწყო "გოლდენ სტეიტ უორიორსის" სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ეს სერია მარჯვენა მაჯის ტრავმამ შეწყვიტა. ქართველმა ტრავმის გამო უკვე ორი შეხვედრა გამოტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზას სტატისტიკა ზუსტად ნახევარია იმის, რასაც ის "დალასში" შარშან აჩვენებდა (8,6 ქულა და 9,4 მოხსნა "დალასში"; 4,3 ქულა და 5,5 მოხსნა "გოლდენ სტეიტში"), ამ ორმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ქართველი ძალზე საჭიროა ასოციაციის გუნდში და ცენტრის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეა.

სპეციალისტების შეფასებით, "გოლდენ სტეიტმა" "მემფისთან" ამ სეზონის უარესი მატჩი ითამაშა. ქართველი წინასამატჩო
განაცხადში სტარტერებში ეწერა, მაგრამ ბოლო წამს ცხადი გახდა, რომ ვერ ითამაშებდა და ის ანდერსონ ვარეჟაოთი შეცვალეს, ვისაც 18 წუთში ერთი ქულაც არ ჩაუგდია.

"ვარეჟაომ ძალიან ბევრჯერ დაკარგა ბურთი და ძალიან არაეფექტური იყო", - წერს cbssports.com.

"მინესოტასთან" მოგებულ შეხვედრაში სასტარტოში უკვე კევონ ლუნიმ ითამაშა და ცენტრის პოზიციაზე ჯავალ მაკგისაც შეხვდა წუთები. იგივე წყარო:

"ლუნიც და მაკგიც მალევე აღმოჩნდნენ ცუდ მდგომარეობაში სწრაფი ფოლების გამო. ორივე ასევე არაეფექტური იყო. ამის შემდეგ საქმეში ვეტერანი დევიდ ვესტი ჩაერთო".

საქებარი სიტყვები მხოლოდ ვესტმა დაიმსახურა, რომელიც "გოლდენ სტეიტს" "მინესოტას" დამარცხებაში დაეხმარა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზა შეტევაშ ისეთ ბლოკებს აწენებს და ისე უთავისუფლებს ფორვერდებს და უკანახაზელებს არეალს რომ მათ სროლის მეტი არაფერი დარჩნიათ, ძალიან კარგია ზონური თამაშისას, მოკლედ საჭირო ბიჭია იქ და რისთვისაც იყიდეს იმას ძალიან კარგად და იაფად ასრულებს. ქულრბის მოგროვება სხვებს ევალებათ
Irakli apkhaidze
17:45 13-12-2016
0
სრულიდ გეთახმებით, ზედიზედ მეორე თამაშიც, რომ წაეგოთ მერე უფრო გაიგებდნენ ზაზას ძალას.

ზაზა ნამდვილი ლიდერია, თუნდაც არ ითამაშოს და მხოლოდ იქვე იდგეს. მე მგონი მაონც მოიგებენ.

ზაზას წარმატებები და პირადი ბედნიერება.
ჯონი
22:58 12-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული