თუმცა, ფაქტია, რომ მაშინ, როცა ზაზა მოედანზე იყო, "ატლანტა" "დენვერს" წინ არ უშვებდა, მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 9:21 წუთით ადრე, ფაჩულიას სათადარიგოთა შორის დაბრუნებას "დენვერის" 10 ქულით დაწინაურება დაემთხვა. საბოლოოდ, კოლორადოელებმა "ატლანტა" სწორედ 10 ქულით დაამარცხეს - 100:90.
ჯორჯიელთა
ზემოთ მოგახსენეთ, ზაზამ 22 წუთში 2 საჯარიმო გამოიყენაო. სამი ორიანი კიდევ ორგან გვხვდება, ერთგვარ ოქროს კვეთასთან გვაქვს საქმე... მეტს არ აგაბნევთ და საინტერესო დამთხვევას წარმოგიდგენთ: ფაჩულიას "დენვერთან" მატჩის შემდეგ ამ სეზონში 222 ქულა და 222 მოხსნა მოუგროვდა. ცნობისთვის: ზაზამ 2009-10 წლების სეზონში 333 ქულა ჩააგდო. ვნახოთ, გააუმჯობესებს თუ არა ამ მაჩვენებელს მიმდინარე ჩემპიონატში.
მომდევნო მატჩს "ატლანტა" 2 მარტს შინ, თანაკონფერენციელ "ჩიკაგოსთან" ჩაატარებს.
დენვერი-ატლანტა 100:90
ზაზა ფაჩულია: 21:43 წუთი, 4 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 დაფარება, 3 ფოლი, 2 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
03:29 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:26 შეცდომა: 1
01:49 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
II პერიოდი
11:16 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 29:21)
10:59 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
10:42 ორქულიანი: არაზუსტი
09:44 დაფარება: 1 (ჰარინგტონს დაუფარა)
08:25 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
11:05 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
09:23 ფოლი: 1
07:09 ფოლი: 2
04:56 დაფარება: 2 (ნენეს დაუფარა)
04:55 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
01:44 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
01:44 ორქულიანი: 4ქ (68:65)
01:23 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
IV პერიოდი
10:29 მოხსნა: შეტ-2, დაც-5
10:16 ორქულიანი: არაზუსტი
09:21 ფოლი: 3
09:21 შეცდომა: 2
09:21 ჯონსონმა ზაზა შეცვალა.
.