თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" ევროლიგაზე "უნიქსი" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 იანვარს, ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", რომელმაც საკუთარ დარბაზში გამართულ მე-16 ტურის მატჩში რუსულ "უნიქსს" ანგარიშით 102:70 სძლია.

ვიტორიელებმა, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში მოუთავეს მეტოქეს საქმე - დიდ შესვენებაზე 53:36-ს იგებდნენ, საბოლოოდ ეს უპირატესობა კიდევ უფრო განავრცეს.

შენგელია სათადარიგო იყო და 18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 2 მოხსნა 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი 29 ქულით ბასკონიელთა უკანახაზელი როდრიგ ბობუა გახდა.

"ბასკონიას" 11 მოგება, 5 წაგება აქვს და ამჟამად ევროლიგის სატურნირო
ცხრილში მეორე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული