Sportall.ge-მ უცნაურად 18 მაისს გამართული "ქუთაისი"-"იბერის" შეხვედრის ანგარიში მიიჩნია - 141:133. ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა. საყურადღებო იყო მატჩის ბოლო მეოთხედის ანგარიში, რომელიც მასპინძლებმა 58:51 მოიგეს...
- 109 ქულა 10 წუთში?! "საოცრება" და ტოტალიზატორი ქართულ ბავშვთა კალათბურთში
როგორც ჩანს, ჩვენს ეჭვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაშიც იზიარებენ, რომლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისში ჩატარებულ 16-წლამდელთა
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებას გამგეობის მიერ აღნიშნული თამაშის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღებს.
რაც შეეხება "ქუთაისი"-"იბერის" შეხვედრის შედეგს, რომელიც 141:133 დასრულდა „ქუთაისის“ სასარგებლოდ, ის ძალაში აღარ არის 22 მაისიდან მოკვლევის დასრულებამდე და საბოლოო შედეგი ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაფიქსირდება".