იგი მოსკოვიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც სწორედ ბრუკსთანა და კირილენკოსთან ერთად ვარჯიშობდა - რუსეთის დედაქალაქში გაიმართა კემპი, რომელიც NBA-ს მიერ იყო ორგანიზებული.
- კემპი ყოველწლიურია და მასში NBA-ს მოქმედი, ვეტერანი კალათბურთელები და მწვრთნელები მონაწილეობენ.
წლეულს მოსკოვში იყვნენ ალექსეი შვედი, ტიმოფეი მოზგოვი, ანდრეი კირილენკო, ბრაიან კარდინალი და მარშონ ბრუკსი. მათთან ერთად ევროპის 40 ახალგაზრდა კალათბურთელი მიგვიწვიეს და 13-დან 16 სექტემბრამდე ვვარჯიშობდით, - მოგვითხრობს
იგი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრია. გასულ ზაფხულს გუნდთან ერთად B დივიზიონში თამაშობდა.
სხვათა შორის, კემპის საუკეთესო კალათბურთელად ასევე მეორე დივიზიონის წარმომადგენელი ბუზა დასახელდა, რომელიც სექტემბერში საქართველოშიც იყო - ბოსნიის ნაკრებში ირიცხებოდა.
როგორც ყოველთვის მსგავს ღონისძიებებზე, მოსკოვის კემპზე კალათბურთელები გუნდებში გაანაწილეს და ჩატარდა სამდღიანი ტურნირი.
- 3 დღეში 7 შეხვედრა გავმართე. ყველა კალათბურთელის თამაში რომ ნახეს, ორგანიზატორებმა მეორე დღეს დრაფტი მოაწყვეს. გამთამაშებელთა შორის მესამედ ამირჩიეს და შარუნას მარჩულიონისის გუნდში მოვხვდი.
პირველი მატჩები კარგად ჩავატარე, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დავრჩი, თუმცა შემდეგ ფეხის მცირე ტრავმა მივიღე და ბოლოს მწვრთნელმა არასაკმარისი დრო მომცა. არადა, მეც ვატყობდი, რომ თამაში შემეძლო და ეს ამერიკელმა მწვრთნელმა მელვინ ჰანტმაც აღნიშნა.
მელვინი "დენვერში" ჯორჯ კარლის პირველი ასისტენტია...
- იგი 6 წლის განმავლობაში ლებრონ ჯეიმსის პირადი მწვრთნელი იყო. ძლიერი სპეციალისტია, რომელთან ურთიერთობაც დიდი გამოცდილება იყო. ჰანტი ყოველ დილას მეძახდა, მესაუბრებოდა და ერთად ვსადილობდით.
ანდრეი კირილენკოს ქართველებისადმი პატივისცემა არაერთხელ გამოუმჟღავნებია. არც ნუგზარი დაუტოვებია უყურადღებოდ:
- კირილენკომ როცა გაიგო, ქართველი ვიყავი, ჩემდამი დიდი ყურადღება გამოიჩინა. ისიც მოსწონდა, რომ რუსულად მელაპარაკებოდა. ხშირად მიწევდა მასთან ერთი-ერთზე ვარჯიში, ბევრს მასწავლიდა...
შესავალშიც დავწერეთ, რომ კემპზე კიდევ ერთი ნაცნობი კალათბურთელი იყო: მარშონ ბრუკსი, რომელთან ერთადაც თორნიკე შენგელიამ ივლისში ორლანდოს კემპზე ითამაშა.
- ბრუკსმა გაცნობისთანავე მკითხა: თორნიკე შენგელიას თუ იცნობო. დადებითი პასუხი რომ მიიღო, გაეხარდა და ბევრი კარგი რამ მითხრა - შენგელია ძლიერი სპორტსმენია და დიდ კალათბურთს ითამაშებსო.
თავად ბრუქსიც მაღლი დონის მოთამაშეა. ახალგაზრდების ვარჯიშის დასრულების შემდეგ დარბაზი NBA-ს ვარსკვლავებს ეთმობოდათ. საოცარი სანახავი იყო მათი წვრთნა - ბრუკსი, კირილენკო და სხვები ბურთს არ აცილებდნენ...
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ასეთი სიზუსტის მიზეზი მარტივია - ბევრი შრომა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"