ქორწილია, ქორწილი! - თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია დანათესავდნენ [ფოტო]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" 22 წლის კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაოჯახდა. მისი რჩეული სალომე ჯუღელია, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და "მილუოკი ბაქსის" ცენტრის, ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ნბა-ში მოთამაშე ქართველი კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ დაეხმარნენ.

თორნიკემ იძულებული უქმობა სასიკეთოდ მაინც გამოიყენა და ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. Sportall.ge ულოცავს ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს დაოჯახებას და წარმატებებს უსურვებს.

წყვილმა ჯვარი 22 სექტემბერს დაიწერა, ქორწილი კი მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა. ქორწილის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გისურვებტ წარმატებას ჯამრტელობას იხარეტ და იბედნიერეტ ტქვა ქუგოლუაბდატ მა
temo
18:03 23-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული