აღნიშნული ტურის ფარგლებში, თასი 17 ივლისს გამოიფინება დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში (მეტეხი, აბანოთუბანი, მშვიდობის ხიდი, გმირთა მოედანი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია...), ქართული სპორტისა და ხელოვნების მუზეუმებში.
18 ივლისს კი თასი "თბილისი მოლში" გამოიფინება, სადაც 3x3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ტარდება და მისი ნახვის შესაძლებლობა "თბილისი მოლში" მოსულ ყველა გულშემატკივარს ექნება.
ევროპის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან აღნიშნული თასისთვის ბრძოლას ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები დაიწყებს, რომელთა შორის საქართველოცაა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ხორვატიაში ითამაშებს საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.
წყარო: www.gbf.ge