1/2 ფინალი
ზესტაფონი-ქუთაისი 57:50
12:17, 11:12, 18:4, 16:17
ზესტაფონი: ჩარგეიშვილი 19ქ...
ქუთაისი: ჟორჟოლიანი 22ქ...
თსუ-რუსთავი 57:75
15:23, 11:13, 14:18, 17:21
თსუ: სიდამონიძე 21ქ, ცხადაია 19ქ...
რუსთავი: აბულაძე 27ქ, ფუტკარაძე 20ქ, საჯაია 15ქ...
ფინალი
ზესტაფონი-რუსთავი 52:74
14:28, 15:17, 15:11, 8:18
ზესტაფონი: ჩარგეიშვილი 14ქ, ქეთი ჭურაძე 13ქ...
რუსთავი: აბულაძე 30ქ, ფუტკარაძე 20ქ, საჯაია 14ქ...
საქართველოს ქალთა ჩემპიონატის შემდეგ თასის გათამაშების ჯერიც დადგა. ამ შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა: ,,ზესტაფონი", თსუ, ,,რუსთავი" და ,,ქუთაისი".
ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული გუნდი მეოთხეადგილოსანს დაუპირისპირდა, მეორე - მესამეს. ნახევარფინალში გუნდები ასე
იმერულ დერბიში ზესტაფონელებმა 57:50 იმარჯვეს და თასის ფინალში გავიდნენ. მოგებულთაგან საუკეთესო 19 ქულით მაია ჩარგეიშვილი გახლდათ, ხოლო ქუთაისელებს 22 ქულით ნელი ჟორჟოლიანმა ულიდერა. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, თსუ-სა და ,,რუსთავის" დაპირისპირდება ქვემოქართლელთა იოლი გამარჯვებით დასრულდა - 75:57. თსუ-ს რიგებში 21 ქულა რუსუდან სიდამონიძემ მოაგროვა, 19 ქულა კი თიკო ცხადაიას ანგარიშზეა. რუსთველთაგან საუკეთესო 27 ქულით ნათია აბულაძე გახლდათ, 20 ქულა ნათია ფუტკარაძემ მიითვალა, ხოლო ხათუნა საჯაიამ 15 ქულა მოაგროვა.
ამრიგად, საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს ,,ზესტაფონი" და ,,რუსთავი" "დაეჭიდნენ". რუსთაველებმა ქვეყნის ჩემპიონსაც აჯობეს (74:52) და საქართველოს თასს დაეუფლნენ. ფინალის ბომბარდირი ნათია აბულაძე გახდა, რომლის ანგარიშზე 30 ქულაა.
ბოლო დროს, რუსთაველებმა ვაჟთა ჩემპიონატში პოზიციები დათმეს, ამდენად გასახარია ამ ქალაქში ქალთა კალათბურთის აღმავლობა.