საქართველოს თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი: თსსუ - "ბათუმი" 88:72

AutoSharing Option
დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო 2012 წლის საქართველოს თასის გათამაშებამ, სადაც სუპერლიგაში მონაწილე 11-ვე გუნდი იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით პირველი 7 გუნდი (არმია, ქუთაისი, ოლიმპი, სოხუმი, შსს, სტუ,დინამო) პირდაპირ მეოთხედფინალშია დაშვებული, ხოლო 8-11 (თსუ,თსსუ,ბათუმი,რუსთავი) ადგილზე გასული გუნდები მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებენ.

12 საათზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა თსსუ-სა და "ბათუმი-რსუ-ს" შორის, სადაც "მედიკოსებმა" 88:72 იმარჯვეს. მატჩის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ათწუთეულის შუწელში სამედიცინო გააქტიურდა და 10-ქულიან უპირატესობას უწია -
48:38. საბოლოოდ პირველ ტაიმში "მედიკოსებმა" 48:40 იმარჯვეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ თსსუ-ს სასარგებლოდ წარიმართა, რომელთაც "ზღვისპირელებთან" საბოლოოდ დამაჯერებლად იმარჯვეს. " ბათუმის" შემადგენლობაში 21-21 ქულა ლაშა კეშელავამ და ირაკლი მიქელაძემ მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 25 ქულით ნემანია ილიჩმა ულიდერა, 13 ქულითა და 16 მოხსნით კი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინოს გუნდი მეოთხედფინალის საგზურისთვის თსუ - რუსთავს შორის გამარჯვებულს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ხვალ 16 საათზე დაუპირისპირდება.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული