ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდებოდა და "რუსთავსაც" და "დინამოსაც" პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ. სერიაში დაწინაურებულებს საპასუხო შეხვედრების მოგება კი გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგს მიაღწიეს.
რუსთავი - ბათუმი 77:71
რუსთავში ბათუმელებმა 71:77 წააგეს, თუმცა მოგების შანსი ნამდვილად ჰქონდათ. აჭარულ კლუბს იმედები ქაქუცა აბაიშვილმა გადაუწურა, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე 2-ორქულიანი ჩააგდო.მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი უკანახაზელი და
გამარჯვებულებს 22 ქულითა და 21 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, 17 ქულა დააგროვა გოგა ცეკვავამ, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 13 დაგროვდა. ბოლო წუთზე 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანის ჩამგდებმა ქაქუცა აბაიშვილმა საბოლოო ჯამში 12 ქულა დააგროვა.
ბათუმელთაგან 24 ქულით ნიკ კელოგი გამოირჩა, ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
ქუთაისი - დინამო 73:76
კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც "დინამომ" ბეწვის ხიდზე გაიარა. მასპინძლებმა შესანიშნავი მეორე პერიოდი ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით ლიდერობდნენ. ზუსტად ტყორცნიდა ქუთაისელთა სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, რომლის შედეგიანობას მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძელთა 11-ქულიანი დაწინაურებაც კი მოჰყვა.ვითარება მესამე პერიოდის დასკვნით ნაწილში შეიცვალა, რომელიც დინამოელებმა დიდებულად ჩაატარეს. შეუდარებლად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც მნიშვნელოვანი ქულები ჩააგდო, ქუთაისელები კი დაიბნენ და ლიდერობა მესამე მეოთხედის ბოლოსთვის გაანიავეს.
"დინამომ" ლიდერობა მეოთხე პერიოდში განიმტკიცა და თითქოს მატჩის ბედიც გაირკვა, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა სნაიპერმა მირზა სარალიამ სამქულიანი ჩააგდო, მას თანაგუნდელებიც მიეშველნენ და ვითარება დაიძაბა. ქუთაისელებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბოლო წამზე 3 ქულით ჩამორჩენილებს შეტევის უფლება ჰქონდათ. ზაურ ფაშაევმა მოასწრო სამქულიანის ტყორცნა, თუმცა გამთანაბრებელი ბურთი კალათში არ ჩაეშვა.
"დინამოში" ყველაზე მეტი - 18 ქულა ბესიკ ლეჟავამ მოაგროვა. 17 ქულა ლონდარიძის ანგარიშზეა, ამერიკელმა გარიკ შერმანმა კი პირად ანგარიშზე 13 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა.
ქუთაისელთაგან 22 ქულით მირზა სარალია გამოირჩა.
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით