საწყისმა ორმა ტურმა პლეი-ოფში გამსვლელთა ვინაობა ვერ გაარკვია. დღეს მესამე ტური გამოავლენს ნახევარფინალისტებს, მანამდე კი მხოლოდ ზოგადი მსჯელობა შეგვიძლია, რასაც უშუალოდ მატჩების ყურება სჯობს. თუ "ბ" ჯგუფში ბოლოადგილოსანი ცნობილია, "ა"-სა და "გ"-ში შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს და სადღეისოდ ცხრილის ფსკერზე მყოფებმა სათავეში ამოყონ თავი.
ახლა, რაც შეეხება გუშინდელ დაპირისპირებებს. ძალიან საინტერესო გამოდგა "რუსთავისა" და "კაკტუსის" ორთაბრძოლა. წინა დღით "ოლიმპთან" დამარცხებულმა კაკტუსელებმა
როგორც პირველ, ასევე დანარჩენ შეხვედრებში თავი კარგად წარმოაჩინეს ამერიკელმა კალათბურთელებმა, თუმცაღა მათ გვერდით იყვნენ ისეთი ქართველებიც, რომლებიც ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს თავს მოაწონებდნენ.
"დინამოს" წინააღმდეგ თამამად იბრძოლა ახალგაზრდა თსუ-ელმა გიორგი კორსანტიამ, თუმცა გამოცდილი ჩემპიონების წინააღმდეგ ვერც ის გახდა რამეს და ვერც მისი თანაგუნდელები. თანაბარი ხუთი წუთის შემდეგ ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. მატჩის ბომბარდირი 22 ქულით ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა გახდა. მიხეილ ბერიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ილია ლონდარიძეს იმავეს გამეორებამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
გაცილებით დაძაბული გამოდგა "ქუთაისისა" და მარნეულის "დელტას" შეხვედრა. მართალია, ქუთათურები თავიდანვე დაწინაურდნენ და ბოლომდე არ მიუციათ დაწევის საშუალება, მაგრამ მარნეულელები მეორმოცე წუთამდე იბრძოდნენ და გამარჯვების იმედს არ კარგავდნენ... ბოლოს, რამდენჯერმე ბურთიც რომ არ დაეკარგათ... ორმაგი დუბლით გამოირჩა ქუთაისში დაბრუნებული აკაკი დვალიშვილი, ხოლო ბექა ბექაური 21 ქულამდე ავიდა. კარგი შთაბეჭდილება დატოვა იმერელთა ცაცია გამთამაშებელმა ჯონათან ლიმ - 14 ქულა, 8 პასი.
შედეგიანი გადაცემების დღის რეკორდი "დელტას" გამთამაშებელმა ნიკ ნილმა დაამყარა - 11, მისმა თანაგუნდელმა ზვიად ანთაძემ კი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მატჩი გამართა: 24 ქულა, 10 მოხსნა. მან 8-8 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და 4-4 ჩააგდო, რასაც 4-დან 4 საჯარიმო მიამატა.
როგორც მოგახსენეთ, ნახევარფინალისტთა ვინაობას დღეს გავიგებთ.
მემორიალს თვალს ადევნებდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც საგანგებოდ მოწყობილ მაგიდასთან იჯდა და თაბახის ფურცლებზე რაღაცებს ინიშნავდა.
იგი გუშინ ჩამოვიდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, თუმცა ჯერ ყოფილი მწვრთნელია. საქართველოშიც იმიტომაა, რომ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან კონტრაქტის საკითხებზე დაილაპარაკოს. იგი თბილისში კიდევ ორი დღე დარჩება და საბერძნეთში გაფრენამდე გაარკვევს საკონტრაქტო ნიუანსებს.
დარჩება? მალე გავიგებთ.
დუდუ დადიანის მემორიალი 2017
რუსთავი-კაკტუსი 82:83
26:21, 12:18, 26:25, 18:19
რუსთავი: ხმელიძე, ბლეიჟეკი (4ქ, 5მ, 4პ), ცეკვავა (13ქ, 7მ, 4პ), ჩაჩანიძე (22ქ), გოგობერიშვილი (9ქ, 4პ), გუგავა, ნელსონი (25ქ, 11მ), კრაკსი (7ქ, 10მ), კუპერი (2ქ).
კაკტუსი: ჰარკსი (18ქ), ბოისა (2ქ, 3პ), ტურძელაძე (5ქ, 8მ, 6დ), ლ. ლოლიშვილი, ჯონსონი (22ქ, 10მ), ლომიძე (20ქ, 7მ, 8პ), უარდი (10ქ, 6მ), გოგალაძე (6ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი.
თსუ-დინამო 56:86
10:17, 15:24, 9:28, 22:17
თსუ: ლეონიძე, აფხაზავა (12ქ), ჩეჩელაშვილი (5ქ, 5მ), კორსანტია (20ქ, 8მ, 3ჩ), მაისურაძე (1ქ), კუჭავა, ფიფია (4ქ), ფევაძე (10ქ, 3ჩ), ლოლიშვილი (4ქ, 5მ), ჯაფარიძე.
დინამო: შარაბიძე (8ქ), ბოიდი (4ქ, 6მ), გრძელიძე (4პ), ლონდარიძე (16ქ, 9მ), მაჩალაძე, ტურპინი (13ქ, 9მ), ფაცაცია (4ქ, 4პ), გ. რევაზაშვილი (2ქ), გაჩეშა (22ქ, 9მ, 4პ), ბერიშვილი (12ქ, 10მ), გოგოძე (5ქ, 5პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
ქუთაისი-დელტა 89:80
26:16, 18:15, 20:25, 25:24
ქუთაისი: ლი (14ქ, 8პ), ბაბუნაშვილი (5ქ), რაითი (11ქ), ცირეკიძე (4ქ), წივწივაძე (5ქ), გ. ბარბაქაძე (5ქ), ლომოური (5ქ, 6მ), დვალიშვილი (13ქ, 10მ), მათიასვილი (6ქ, 5პ), ბექაური (21ქ).
დელტა: ს. ლეჟავა (6ქ), ნილი (8ქ, 11პ), ვახანია (6ქ), ელიაძე (9ქ), ბანდუმელი (6ქ), კენჭიაშვილი (3ქ), კრაფტი (2ქ), ლობჟანიძე (10ქ, 5მ), ანთაძე (24ქ, 10მ, 3პ), შვეცი (6ქ, 7მ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი.
"ა" ჯგუფი
ა გუნდი თ მ წ ქ
1. თსუ 2 1 1 3
2. დინამო 1 1 0 2
3. მგზავრები 1 0 1 1
"ბ" ჯგუფი
ა გუნდი თ მ წ ქ
1. სოხუმი 1 1 0 2
2. ქუთაისი 1 1 0 2
3. მარნეული 2 0 2 2
"გ" ჯგუფი
ა გუნდი თ მ წ ქ
1. კაკტუსი 2 1 1 3
2. ოლიმპი 1 1 0 2
3. რუსთავი 1 0 1 1
დღეს
15:00 ოლიმპი-რუსთავი
17:00 დინამო-მგზავრები
19:00 სოხუმი-ქუთაისი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"