ბაგაცკისი: "მინსკს" კარგად ვიცნობ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი "სოხუმი" ევროჩელენჯზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ჯგუფში მოსახვედრად სოხუმელებს "მინსკის" გზიდან ჩამოცილება დასჭირდებათ.

რადგან განთესვისას ბელარუსული კლუბი უფრო წინ იყო, პირველი მატჩი თბილისში გაიმართება, განმეორებითი - მინსკში.

პირველი ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილი "სოხუმი" G ჯგუფში გერმანულ "ბონთან", თურქულ "ტურკ ტელეკომთან" მოხვდება. მათ დაემატებათ თურქულ "კარსიაკასა" და ფრანგულ "ლე მანს" შორის დამარცხებული (ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან).

ევროჩელენჯის წილისყრას დაესწრო სოხუმელთა მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი, რომლის კომენტარიც გუნდის პრეს ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ პაჭკორიამ მოგვაწოდა.

- ჩემი აზრით, "მინსკი"
ყველაზე ძლიერი გუნდია ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდში წარმოდგენილ კლუბებს შორის. კარგად ვიცნობ მისი თამაშის სტილს.
"მინსკი" დაკომპლექტებულია გამოცდილი ადგილობრივი და უცხოელი კალათბურთელებით.

"სოხუმს" ჩვენი მეტოქის შესაძლებლობების გათვალისწინებით გავაძლიერებთ, სათანადოდ მოვემზადებით საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშებისთვის, რათა ეს ეტაპი წარმატებით დავძლიოთ, - განაცხადა ბაგაცკისმა.

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ "მინსკის" ღირსებას იცავენ 2009 წელს საქართველოში მყოფი ბელარუსის ნაკრების წევრები კუდრიავცევი, კოჟენეცი, ალექსეევი... მათი და ამერიკელი ლეგიონერების დახმარებით "მინსკმა" გასულ სეზონში ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ თამაში არ წაუგია (40 შეხვედრა ჩაატარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული