"შსს"-"დინამო" 88:61
15:16, 24:13, 27:15, 22:17
შსს: ლაფანაშვილი (7), ნიკოლაძე (2), ლონდარიძე (21 ქ, 17მ), ლომოური (4), თენიეშვილი (2), ტუჯანი (5), წივწივაძე (6), იმნაძე (5), დვალიშვილი (14), კრეპსი (18), ბოქოლიშვილი (4)
დინამო: ი. ლეჟავა (6), სანაძე (17), მარხვაშვილი, კეიდია (8), აბულაძე (5), თვაური (4), მეხრიშვილი (13), როდუმტა (4), სუხიშვილი (4)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი A ჯგუფის მატჩით დაიწყო. ერთმანეთს თბილისური გუნდები - "შსს" და
მატჩის საბოლოო შეგედი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის იოლ გამარჯვებაზე მიუთითებს; დავით უსტიაშვილის გუნდმა 27 ქულით მოიგო, თუმცა სანამ ამხელა უპირატესობას მოიპოვებდა, შედარებით თანაბარი თამაში მიმდინარეობდა.
დავით თორთლაძის გაწვრთნილმა "დინამომ" პირველი მეოთხედი 1 ქულით - 16:15 მოიგო. "შსს"-ს უპირატესობა მეორე ათწუთეულიდან გამოიკვეთა, როცა "ძალოვანთა" ამერიკელი ლეგიონერი, როგო კრეპსი ამოქმედდა.
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ნათამაშები კრეპსი ძალიან სწრაფი და გამჭრიახი გონების კალათბურთელი ჩანს. მისი მეოხებით "შსს"-მ პირველი ტაიმის ბოლოს ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა - 39:29.
დიდი შესვენების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც უკვე გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. ჩინებულად ირჯებოდა "შსს"-ს ახალწვეული ილია ლონდარიძე, რომელმაც საბოლოო ჯამში 21 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. ათქულიან ზღვარს "ძალოვანთაგან" კრეპსი (18 ქულა), და აკაკი დვალიშვილი (14) ასცდნენ.
დინამოელთაგან 17 ქულით საუკეთესო დუდა 20 წლის სანაძე გახლდათ, ხოლო გიგა მეხრიშვილმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
gbf.ge