"თსუ"-"სტუ" 74:62
18:17, 21:24, 25:12, 10:9
თსუ: დ. ბერიშვილი (6), ფანჩულიძე (20ქ, 8მ), კოხრეიძე (11ქ, 8მ), თავამაიშვილი (2), კორკოტაძე (12), მარკოიშვილი (2), ნინიაშვილი (3), ჩიტაშვილი (9), ხიზანიშვილი, შერმადინი (5), მაისურაძე (4), ჩქარეული
სტუ: ტეტელაშვილი, თევზაძე, ჩაჩიბაია (16ქ, 8მ), მაჩალაძე (4), კობიძე (3), ჯავახიშვილი (4), დეკანოიძე (2), ძიძიგური (3), ალხანაიძე (5), კორძაძე (2), ვ. ბერუაშვილი (13), ანთაძე (10ქ, 8მ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: გია სანაძე
სტუდენტური დერბი ისეთივე სცენარის გამოვიდა, როგორც
მეორე ნახევარი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა მეტოქეს აღნიშნულ პერიოდში 25:12 აჯობეს. რაც გუნდური თამაშის დამსახურება იყო. თუკი პირველ ტაიმში გამორჩეულად კარგად მიხეილ ფანჩულიძემ ითამაშა და 17 ქულა მოაგროვა, მეორე ნახევარში თსუ-ელები გუნდურად ათამაშდნენ და შედეგიც მოიმკეს.
ბოლო მეოთხედში ყველაფერი გარკვეული იყო, თუმცა ზურაბ ტომარაძის გუნდი ინერციით მაინც ცდილობდა თავისას. მიუხედავად ტექნიკოსთა მონდომებისა, თსუ-მ გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა თამაში.
გამარჯვებულთაგან 20 ქულით ფანჩილიძე გამოირჩა, ზურაბ კორკოტაძემ 12 ქულა დააგროვა, შალვა კოხრეიძემ - 11. წაგებულთაგან კი ტატო ჩაჩიბაიამ გამოიჩინა თავი (16 ქულა, 8 მოხსნა), ხოლო ვასილ ბერუაშვილს 13 ქულა ჰქონდა.
ხვალ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღეა. თამაშები კვლავ თერთმეტი საათიდან დაიწყება, რომელთა განრიგიც ჩვენი ვებ-გვერდის პირველ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.
gbf.ge