10 ოქტომბერი, თბილისი
შსს-ქუთაისი 75:93
18:21, 13:19, 24:23, 20:30
შსს: ლაფანაშვილი (2ქ), ნიკოლაძე, ლონდარიძე (8ქ, 14მ), თენიეშვილი (4ქ), ტუჯანი (4ქ), წივწივაძე (10ქ), იმნაძე, დვალიშვილი (12ქ, 13მ), კრეპსი (34ქ, 11მ, 3პ), ბოქოლიშვილი (1ქ)
ქუთაისი: ფაშაევი (10ქ, 7პ), ბაბუნაშვილი (12ქ), დიდია (12ქ, 9მ), ცეკვავა (28ქ, 6მ, 6პ), დ. ბარბაქაძე (5ქ, 7მ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (5ქ), კოღუაშვილი (4ქ), მათიაშვილი (17ქ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი
დუდუ დადიანის მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს. "ქუთაისმა" ფინალში შსს ბევრისთვის მოულოდნელად 93:75 დაამარცხა.
გოგა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა, მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მასვე გადაეცა საუკეთესო დამცველის პრიზი.
ქუთაისელებისთვის ეს ტიტული პირველი იყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. შსს-მ შარშან ფინალში რუსთავის "ენერჯისთან" წააგო და მაშინაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გოგა ცეკვავა გახდა, რომელიც მაშინ რუსთავის გუნდში გამოდიოდა.
- "შსს" ძლიერი გუნდია, მასთან საბრძოლველად სერიოზულად მოვემზადეთ. მოხარული ვარ, რომ დადებით შედეგს მივაღწიეთ. სეზონის წინ საკონტროლო მატჩების გამართვა ვერ მოვახერხეთ და მემორიალის მატჩები ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო, - აღნიშნა "ქუთაისის" თავკაცმა მალხაზ კოხრეიძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"