შეჯიბრების გამარჯვებული წრიული სისტემით გამოვლინდა - მატჩები სამ დღეზე განაწილდა და გუნდებს დღეში ორი შეხვედრის ჩატარება უწევდათ.
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო ტურის დაპირისპირება "ბათუმსა" და "ანკარას" შორის - მანამდე ორივე გუნდი კარგად ასპარეზობდა და ჩემპიონიც მათ შორის გამარჯვებული გახდებოდა. მრგვალი ანგარიშით თურქებმა გაიმარჯვეს (90:60) და
მეორე იყო "ბათუმი", მესამე - "ქუთაისი", მეოთხე - "ბაქო", მეხუთე - "ერევანი".
როგორც აჭარის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა ბადრი შამილაძემ გვითხრა, შეჯიბრება კარგად იყო ორგანიზებული და დიდი ინტერესიც გამოიწვია:
- გამორჩეული იყო თურქეთის გუნდი, რომელთან თამაშითაც ქართველმა ჭაბუკებმა სათანადო გამოცდილება მიიღეს. მემორიალზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუმინელებმაც, მაგრამ ბოლო მომენტში მოგვიბოდიშეს და ჩამოსვლაზე უარი გვითხრეს. ეს ტურნირი ტრადიციულია და მომავალ წელს, სავარაუდოდ რუმინეთი და ბულგარეთიც ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"