"არმიას" გეინსი და დიასი ვერ დაეხმარებიან

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ შემოგთავაზეთ "არმიას" მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ინტერვიუ, რომელშიც იგი სანდიატა გეინსსა და გილერმო დიასზე ლაპარაკობდა.
უნდა გარკვეულიყო, NBA-ს ლოკაუტის დასრულების შემდეგ კიდევ რამდენ ხანს დარჩებოდა გეინსი საქართველოში.

სამწუხაროდ, მას ამერიკულმა კლუბმა "ნიუ ჯერსიმ" უკვე უხმო. მართალია, სანდიატას ამერიკაში გამგზავრების ზუსტი თარიღი გუშინ გარკვეული არ იყო, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ იგი "არმიას" 6 დეკემბერს თურქულ "ბეშიქთაშთან" ვერ დაეხმარება.

გასარკვევი იყო მეორე უკანახაზელის, გილერმო დიასის საკითხიც. მან გერმანიაში, "გოტინგენთან" მატჩის პირველ პერიოდში მუხლი დაიზიანა და საქართველოში ჩასატარებელი გამოკვლევის შედეგად უნდა
გამოვლენილიყო ტრავმის სიმძიმე.

როგორც არმიელთა დამრიგებელმა კოტე ტუღუშმა გვითხრა, ექიმებმა დიასს 10-დღიანი დასვენება გამოუწერეს. შესაბამისად, სამშაბათს ვერც პუერტორიკოელი ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული