11 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში კენჭისყრა ჩატარდა, რის შედეგადაც თასის გათამაშებაში მონაწილე გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ.
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალი განახლდება. ტურნირი 15-22 იანვარს გაიმართება და მასში მონაწილეობას სუპერლიგის 9 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება სავალდებულო არ იყო, მემორიალში თამაშზე რეგიონის ორმა გუნდმა - ქუთაისმა და ბათუმმა - უარი განაცხადა.
ჯგუფებში გუნდები
B-ში კი შსს-აკადემია, რუსთავი, თსუ და სოხუმი მოხვდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან.
მემორიალს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.
საქართველოს თასის XIII გათამაშება
თასის გათამაშებაში სუპერლიგის ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველი წრის მიხედვით, 7 საუკეთესო გუნდი - ოლიმპი, შსს, რუსთავი, არმია, ქუთაისი, დინამო და თსუ - მეოთხედფინალში პირდაპირ მოხვდა, დარჩენილი 1 ადგილისთვის კი ცხრილის VIII-XI ადგილებზე გასული გუნდები - ბათუმი, სოხუმი, თსსუ და სტუ - საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებენ.
დღეს გამართული კენჭისწრის შედეგად გუნდები მეოთხედფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ოლიმპი - დინამო, შსს - თსუ, რუსთავი - ქუთაისი და არმია - საკვალიფიკაციო ტურნირში გამარჯვებული. საკვალიფიკაციოში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის 4 აუტსაიდერი ითამაშებს: სოხუმი - თსსუ, ბათუმი - სტუ.
თასის გათამაშების საკვალიფიკაციო მატჩები, მეოთხედფინალები და ნახევარფინალები საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება, ხოლო ფინალს 27 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
gbf.ge