ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის 2015 წლის მემორიალი იწყება

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი წლეულს ორ ქალაქში გაიმართება. ტურნირი სტარტს 25 იანვარს აიღებს და მისი ჯგუფური ეტაპი თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდება, ხოლო ფინალურ მატჩს ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ მემორიალის 10-წლიან ისტორიაში, ფინალური მატჩი ქუთაისში პირველად ტარდება და ადგილიც ზუსტადაა შერჩეული: სატიტულო მატჩს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალში წელს სუპერლიგის ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 გუნდი, ტრადიციულად, 2 ჯგუფშია გადანაწილებული და 1
წრის შემდეგ ჯგუფის საუკეთესონი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

სეზონის დაწყების წინ გამართულ კლუბების შეხვედრაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, მემორიალზე გუნდები ჯგუფებში სუპერლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით არიან გადანაწილებულნი. "ა" ჯგუფში თავმოყრილნი არიან I, IV, V და VIII ადგილებზე მყოფი გუნდები, ხოლო "ბ" ჯგუფში - II, III, VI და VII-ეზე მყოფები.

შესაბამისად, ჯგუფებმა შემდეგი სახე მიიღო:

"ა" - დინამო, შსს-აკადემია, ბათუმი, მგზავრები-არმია
"ბ" - რუსთავი, ქუთაისი, ოლიმპი, სოხუმი.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 25, 26 და 27 იანვარს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. ფინალში გასული გუნდები ქუთაისში გაემგზავრებიან, სადაც 28-ში ივარჯიშებენ და 29 იანვარს, ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში, ამ ლეგენდარული სპორტსმენების მემორიალურ თასს ერთმანეთს ფინალურ მატჩში შეეცილებიან.

Sportall.Ge
Sportall.Ge

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული