მეორე ფინალისტი სამ გუნდს შორის უნდა გარკვეულიყო - "დინამოს", "შსს აკადემიასა" და "ბათუმს" შორის. წინა დღით "დინამოს" ძლევის შემდეგ ბათუმელებმა 27 იანვარს არადამაჯერებლად ითამაშეს და "მგზავრები-არმიასთან" 73:85 დამარცხდნენ. თუმცა, ვინც თამაშს მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ეს არა ბათუმელთა, არამედ, უმთავრესად, "მგზავრების" დამსახურება იყო, რომლებმაც შეხვედრის დასკვნითი მონაკვეთი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.
მოკლედ, "ბათუმის" წაგების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ინტერესი შეიძინა "დინამოსა" და "შსს აკადემიის" დაპირისპირებამ.
ყველაფერი მარტივად იყო: ფინალში
A ჯგუფი
27 იანვარი, თბილისი
მგზავრები-ბათუმი 85:73
24:17, 13:22, 14:20, 34:14
მგზავრები-არმია: გულისაბედაშვილი (4პ), ს. ლეჟავა (17ქ, 5მ), ჩაჩიბაია (10ქ. 6მ), მაისურაძე (7ქ, 11მ), ბოქოლიშვილი (16ქ), ბაბუნაშვილი (2ქ), ზაქრაძე (6ქ, 3პ), ათანელიშვილი (9ქ, 11მ), ჯინჭარაძე (5ქ, 4პ), იოსელიანი (13ქ, 8მ).
ბათუმი: იანგი (31ქ, 8მ), რამიშვილი (8ქ, 5მ, 4პ), ფევაძე (2ქ), მიქელაძე (6ქ, 6პ), ელიაშვილი (6ქ, 6მ), ლ. რევაზაშვილი, თენიეშვილი (2ქ, 3პ), კელოგი (6ქ), ფელჩერი (12ქ, 15მ, 3დ).
მსაჯები: გ. მიქელაძე, მ. ვართანოვი, დ. ბერეკაშვილი
ამ შეხვედრაში ჯერ "ბათუმმა" გააკეთა განაცხადი გამარჯვებაზე - მესამე პერიოდში 10:0 გაიქცა და 57:49 დაწინაურდა, თუმცა მეოთხე პერიოდში "მგზავრების" განაცხადი უფრო სერიოზული აღმოჩნდა - 15:0 და 73:65. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 8-ქულიანი სხვაობა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ბუბა ბერიშვილის გუნდმა მეოთხე პერიოდი 34:14 მოიგო, საბოლოოდ 85:73, რაც "მგზავრები-არმიისთვის" ამ წელს პირველი გამარჯვება იყო.
27 იანვარი, თბილისი
დინამო-შსს აკადემია 74:88
27:20, 11:30, 25:24, 10:14
დინამო: ბ. ლეჟავა (26ქ, 5პ), ვახანია (6ქ, 7მ), ლონდარიძე (22ქ, 6მ), დიდია (4ქ), მათიაშვილი (11ქ, 4მ, 3პ), ორმოცაძე (3ქ, 6მ, 3პ), ღუდუშაური, კოღუაშვილი (1ქ).
შსს აკადემია: ბერიშვილი (8ქ, 5პ, 10ჩ), მეტრეველი (20ქ, 5მ, 4პ), როგავა (10ქ), ჩიკვილაძე (19ქ, 3ჩ), ცინცაძე (15ქ, 5პ), ლოლიშვილი (5ქ, 3პ), შარაბიძე (7ქ), წივწივაძე (9ქ, 7პ, 6მ), ლომოური.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი
გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი "დინამოსა" და "შსს აკადემიას" შორის გაიმართა. მეორე პერიოდი "აკადემიამ" 30:11 მოიგო, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.
ასევე დიდად მნიშვნელოვანი იყო სხვაობა ჩაჭრებში: "შსს აკადემიამ" ბურთი 20-ჯერ ჩაჭრა, რის შედეგადაც 25 ქულა სწრაფი გარღვევის შედეგად მიითვალა. "დინამოს" სულ 4 ჩაჭრა და 14 სწრაფი ქულა ჰქონდა.
საყურადღებოა, რომ 20-დან 10 ჩაჭრა სლოვენიიდან დაბრუნებული მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე იყო. მატჩის ბომბარდირი დინამოელი ბესიკ ლეჟავა გახდა (26 ქულა), ხოლო შსს-ელთაგან ყველაზე მეტი ნიკა მეტრეველმა ჩააგდო - 20.
ა გუნდი თ მ წ ქ
1. შსს 3 3 0 6
2. ბათუმი 3 1 2 4
3. დინამო 3 1 2 4
4. მგზავრები 3 1 2 4
B ჯგუფი
27 იანვარი, თბილისი
სოხუმი-ოლიმპი 78:75
16:21, 15:16, 23:18, 24:20
სოხუმი: გილმორი (4ქ, 3პ), ჩლაიძე (24ქ, 5პ, 6მ), კვეტენაძე (6მ), დ. დვალიშვილი, შვანგირაძე (8ქ), ბააკაშვილი (6ქ), გ. რევაზაშვილი, ჯგერენაია (5მ), ფერიაშვილი (6ქ, 6მ), დეკანოიძე, ბალა (18ქ, 6მ, 5პ), ბექაური (12ქ, 8მ).
ოლიმპი: გუგეშაშვილი (1ქ), კვანტალიანი (8ქ), ლობჟანიძე (9ქ), კოკა ტომარაძე (8ქ, 3პ), ბაქრაძე (1ქ, 7მ), კახა ტომარაძე (14ქ), გოგოძე (16ქ), მაჩალაძე (7ქ, 10მ, 3პ), დუიკოვიჩი (9ქ, 9მ, 3პ), ცირეკიძე (2ქ, 2დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
მართალია, "სოხუმსა" და "ოლიმპს" ფინალში გასვლის შანსი გადაწურული ჰქონდათ, მაინც მეტად საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა, რომელიც ოდნავ უკეთ სოხუმელებმა ჩაატარეს და სამი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
ამ შეხვედრამ დაგვაიმედა, რომ არც "სოხუმი" და არც "ოლიმპი" სუპერლიგის მეორე წრეში აუტსაიდერი არავისთან იქნება. მათთან მიმართებაში, ისევე, როგორც "მგზავრებთან", სიტყვა "აუტსაიდერი" ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ.
27 იანვარი, თბილისი
რუსთავი-ქუთაისი 76:92
27:17, 18:21, 15:25, 16:29
რუსთავი: მაჭავარიანი (6ქ), ჰამსი (12ქ), ქიტოშვილი (12ქ), ოგლესბი (12ქ, 3პ), აბაიშვილი (3ქ, 4პ), ჩაჩანიძე (8ქ), ყველაშვილი (9ქ, 5მ), ჭოჭუა, გუგავა (2ქ, 3პ), ხმელიძე (6ქ), ტუჯანი (4ქ, 3პ), გოგობერიშვილი (2ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (14ქ, 4პ, 7მ), გრძელიძე (3ქ), ქადარია, კვიმსაძე (10ქ, 7პ), დ. ბარბაქაძე (5ქ), ლომინაშვილი (2ქ), გ. ბარბაქაძე (11ქ), ბულიავა (24ქ, 7მ), ნდოიე (2ქ), ბოისა (21ქ, 7მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.
შეჯიბრების დაწყებამდე ჯგუფის ფავორიტები "რუსთავი" და "ქუთაისი" იყვნენ. სწორედ ამიტომ დაინიშნა მათი მატჩი ბოლო ტურში, თუმცა მანამდე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ორივე გუნდს გარკვეული ჰქონდა მომავალი: "რუსთავს" განაღდებული ჰქონდა ფინალში თამაში, ხოლო "ქუთაისს" აქამდე ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.
საბოლოოდ, ქუთათურებმა მემორიალზე პრესტიჟის მატჩი მოიგეს, თუმცა 29 იანვარს, ქუთაისში, ფინალის ყურება მაინც ტრიბუნებიდან მოუწევთ.
ა გუნდი თ მ წ ქ
1. რუსთავი 3 2 1 5
2. სოხუმი 3 2 1 5
3. ოლიმპი 3 1 2 4
4. ქუთაისი 4 1 2 4
ფინალი
29 იანვარი, ქუთაისი
რუსთავი-შსს
ბოლოს, ფინალისტი გუნდების მწვრთნელების მატჩისშემდგომი კომენტარები მოვისმინოთ.
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
- ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მთელი სერიოზულობით ვემზადებოდით. ვფიქრობ, ჯგუფური ეტაპი ძალიან საინტერესო გამოვიდა ორივე ქვეჯგუფში, სანახაობრივი და საინტერესო თამაშები ვიხილეთ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს გუნდს, ორი ახალი მოთამაშე გვყავს და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით.
დღეს ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა და პრობლემა გვქონდა. "დინამო" ლაშა გამყრელიძის გარეშე თამაშობდა და ჩვენზე სუსტი იყო დღეს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოგვეგო. 29 იანვარს ფინალი ქუთაისში ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გველის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ.
მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს გუნდს ფინალში გასვლას. ბოლო ტურში ახალგაზრდებს მივეცი თავის გამოჩენის საშულება. უკმაყოფილო ვარ დაცვაში თამაშით. რაც შეეხება ფინალს, ვეცდებით, ქუთაისში კარგი თამაში ვაჩვენოთ და ქორქია-საკანდელიძის მემორიალი მეხუთედ მოვიგოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"