"ვითა" ბენეფიციარებს ვითიბი ლიგის თბილისურ მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს უფასოდ გადასცემს

AutoSharing Option
გუშინ, 24 სექტემბერს, საკალათბურთო კლუბ "ვითას" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საინტერესო ღონისძიებასთან დაკავშირებით:

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში "ვითა" იღებს ვალდებულებას, საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირის, ვითიბი ლიგის თბილისში გასამართ მატჩებზე დასასწრები ბილეთები უფასოდ გადასცეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციარებს, ხოლო ცენტრი ვალდებულებას იღებს, კომპეტენციის ფარგლებში, პოპულარიზაცია გაუწიოს "ვითას" მიერ განხორციელებულ შესაბამის სპორტულ ღონისძიებებს ბენეფიციართა შორის.

"ვითას" მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კლუბის პრეზიდენტმა თემურ დათიკაშვილმა. პროცესს ესწრებოდნენ "ვითას" წევრები მერაბ ბოქოლიშვილი, მიშა ბერიშვილი და კონსტანტინ ანიკიენკო. "ვითამ" სოფელ წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს "ბეშიქთაშთან" მატჩზე
დასასწრები ბილეთები გადასცა.

თემურ დათიკაშვილი:
- ჩვენი კლუბისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. "ვითა" აუცილებლად ჩავა წეროვანში. ჩვენი სურვილია, რომ პატარებმა ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ და "ვითა" ამაში მაქსიმალურად დაეხმარება.

მერაბ ბოქოლიშვილი:
- ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ჩვენ ამ საქმის თანამონაწილეები ვიქნებით. ბავშვები ჩვენი მომავალია.

* * *
ვითიბი ლიგის პირველ შეხვედრას ვითელები 4 ოქტომბერს ჩაატარებენ, მანამდე კი, 26 და 27 სექტემბერს, ორი საკონტროლო შეხვედრა ელით. თბილისს თურქული "ბეშიქთაში" ესტუმრება. ორივე შეხვედრა სპორტის სასახლეში 17 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სასიამოვნო ჟესტია. მომავალი თაობა გიყურებთ და თქვენც მოინდომეთ.
ქუთაისელი
11:39 25-09-2015
0

სიახლეები პოპულარული