"პირველ შეხვედრას რაც შეეხება, მე მადლიერი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ამ დონეზე თამაშის მცირედი შანსი მომცეს. გავამართლე თუ არა მწვრთნელების იმედი, მათი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება დაპირისპირებას, ვეთამაშებით მსოფლიო გრანდს. იქნება ურთულესი შეხვედრა, თუმცა ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა გასწია ძალიან დიდი სამუშაო, რომ ამ თამაშს შევხვედრილიყავით მომზადებულები და ბრძოლას გპირდებით", - თქვა ბოქოლიშვილმა.