თბილისის "ვითას" მორიგი მარცხი ვითიბი ლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს თბილისის "ვითამ" მინსკის "ცმოკისთან" ვითიბი ლიგის მე-11 ტურის მატჩი სტუმრად გამართა და ანაგრიშით 74:94 დამარცხდა.

ვითელთა შემადგნელობაში საუკეთესო პიერია ჰენრია გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა. ჰენრიმ 14 ქულა, 8 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ვითელთა შორის ყველაზე მეტი 16 ქულა კი ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზეა.

Sportall.Ge

ეს "ვითას" ზედიზედიდ მე-11 მარცხია ვითიბი ლიგაში.

მატჩის შემდეგ "ვითას" მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ პრესკონფერენციაზე საკუთარ გუნდზე ისაუბრა.

"სასიამოვნო იყო მინსკში ჩასვლა და ასეთ შესანიშნავ არენაზე თამაში. სამწუხაროა, რომ ბრძოლისუნარიანი
კოლექტივის ჩამოყვანა ვერ მოვახერხეთ. თითოეული ტურის შემდეგ ვკარგავთ კალათბურთელებს და ჯერ არ შეგვიძლია ისეთ გუნდებს გავუწიოთ კონკურენტობა, როგორიც "ცმოკია", - თქვა გოოგემ.

შემდეგ შეხვედრა "ვითა" თბილისში სპორტის სასახლეში 13 დეკემბერს ჩეხურ "ნიმბურკთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ გუნდში ნაკრების(ვინც ძლიერ ლიგებში არ თამაშობს) და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები ათამაშონ მეტი პრაქტიკის და გამოცდილებისათვის, შედეგი მაინც არაა და ეს ლეგიონერები რა ჯანდაბად გვინდა, ვითომ რა მოგება ამით, ჯობია ჩვენს პერსპექტიულ ბიჭებს მივცეთ თავის გამოჩენის და უფრო ძლიერ გუნდში გადასვლის შანსი
llcl
15:25 06-12-2015
0

სიახლეები პოპულარული