ვითა-ხიმკი 52:108 - რას ნიშნავს -56?

AutoSharing Option
1-ელ თებერვალს თბილისს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი სტუმრობდა, "ხიმკიში" ხომ NBA-დან დაბრუნებული კალათბურთელების გარდა, ევროპის სხვადასხვა ნაკრების ლიდერები თამაშობენ.

რაისი, კოპონენი, შვედი, დრაგიჩი, ტოდოროვიჩი... ესენი ხომ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავები არიან. ასე რომ, მათთან დიდი სხვაობით წაგებას ალოგიკურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

56-ქულიანი სხვაობით წაგება ლოგიკურია? - გაიკვირვებს მავანი. პასუხი მხოლოდ დადებითია, რადგან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წელმაგარი კლუბი, "ხიმკი" ეთამაშებოდა ევროსარბიელზე მოასპარეზე კლუბთაგან ყველაზე გაჭირვებულს.

სწორედ ფინანსების სიმცირის მიზეზით იყო, სეზონის დასაწყისში "ვითა" ძლიერი ლეგიონერებით რომ ვერ გაძლიერდა. ვინც ჩამოვიდა, იანვრამდე სამივე
ამერიკელმა დატოვა გუნდი, შეიცვალა მწვრთნელიც, მოთამაშეებიც და იანვრიდან მთლიანად განახლებული გუნდი თამაშობს ვითიბი ლიგაზე.

"ხიმკის" მსგავს გრანდთან სრულფასოვნად საბრძოლველად (მოგებას არავინ ჩივის) საჭიროა დიდი ენერგია, სათანადო მომზადება და მოტივაცია. როცა არ არის ფული, მაშინ ვერც მოტივაცია იქნება, ვერც სათანადო მიდგომა ვარჯიშისა თუ თამაშისადმი და ვერც ენერგიის სრულყოფილი აღდგენა...

როგორც შევიტყვეთ, კალათბურთელებს ხელფასები არ აუღიათ და ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია მათ კოპონენის, დრაგიჩისა თუ რაისის გასწრება მოვთხოვოთ.

ისღა დაგვრჩენია, სიტუაციის რაც შეიძლება მალე გამოსწორება ვისურვოთ.

ვითიბი ლიგა. XVIII ტური
1-ლი თებერვალი. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ვითა-ხიმკი 52:108
15:32, 11:25, 9:29, 17:22
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (3ქ, 2პ), რევაზაშვილი (2პ), ჯონსი (13ქ), შენგელია (3ქ, 2პ), სტარატელევი (14ქ, 2პ), ანიკიენკო (6ქ), ტომასი (11ქ, 6მ), წივწივაძე (2ქ).
ხიმკი: რაისი (3ქ, 8პ), დრაგიჩი (12ქ, 6მ, 2პ), ბონი (25ქ, 5მ), კოპონენი (9ქ, 13პ), ვიალცევი (20ქ, 7პ), სოკოლოვი (2ქ), ილნიცკი (4ქ), მონია, იაკუშინი (2ქ), ტოდოროვიჩი (21ქ, 5პ, 4მ), ჰანიკატი (6ქ, 5მ), შელეკეტო (4ქ, 5მ).
მსაჯები: ი. კოკაინისი (ლატვია), მ. ამბროსოვი (უკრაინა), ი. იგნატიევი (ბელარუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინ მიიღებს გამოცდილებას?! ვინც ამას გამოცდილებას ეძახის იმას მინდა ვუთხრა, გუნდის სახელი ვითა თუ მიიღებს თორემ ეს მოთამაშეები შემდეგ სეზონზე ვითა-ში დარჩებიან? გამოცდილება რომ მიიღოს გუნდმა და წაგებიდანაც ისწავლოს უცვლელი ბირთვი უნდა ჰყავდეს 3-4 წელიწადს ერთად ვინც ითამაშებს!
არჩილ ხოფერია
12:21 02-02-2016
0
ეგ გუნდი კიარუნდა დაიშალოს პირიქით იგივე თბილისის დინამომ ქუთაისმა ბათუმა და რუსთავმა უნდა ეცადონ მოძებნონ სახსრები ეგეთ ტურნირებში მონაწილეობისთვის ადრეც ვამბობდი და ეხლაც იგივეს ვიმეორებ კალათბურთს ჭირდება ფინანსები კერძო ინვესტორებიდან მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან სპორტს მხოლოდ ერთი კაცი ეხმარება დანარჩენებს ის უბრალოდ არ აინტერესებთ.მინიმუმ 30 40 მილიონი ევროა საჭირო რომ სამი ნორმალური გუნდი გვყავდეს.
qutaiseli
12:28 02-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული